ინფორმაციის განახლების თარიღი: 28 თებერვალი 2019

წინასწარი შეტყობინება

 

საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთის შემოტანისას, რეგულირებადი ობიექტისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გაუგზავნოს შემოსატანი ტვირთის შესახებ მონაცემები იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს, რომლის გავლითაც მოხდება ტვირთის შემოტანა (გარდა, ტრანზიტული ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისა):

  • • სახმელეთო გზით შემოტანამდე – 24 საათით ადრე;
  • • საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე;
  • • საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე არანაკლებ 2 საათით ადრე.

წინასწარი შეტყობინება უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმპორტის ნებართვის ან ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ან ტვირ¬თის თანმხლები სხვა დოკუმენტის არსებობის შესახებ (გაცემის თარიღი, გამცემი ორგანოს სრული დასახელება), აგრეთვე, საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას.

ტვირთზე ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელება იწყება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში წინასწარი შეტყობინების მიღების შემდეგ.

წინასწარი შეტყობინების შევსება ხდება www.rs.ge გამოყენებით. ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ rs - ის მომხმარებლად, აირჩიეთ ბანერი „ფიტო-ვეტ წინასწარი შეტყობინებები“, ახალი დოკუმენტი და შესაბამისი დანართის ტიპი:

საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი ცხოველები - წინასწარი შეტყობინება

საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი - წინასწარი შეტყობინება

საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი - წინასწარი შეტყობინება

საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი - წინასწარი შეტყობინება

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ტელ: 2261175; 2261186; 2261253.