დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
როგორ შეიძლება დარეგისტრირდეთ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად?
არსებობს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ორი ფორმა: სავალდებულო და ნებაყოფლობითი.
დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით პირი მიმართავს საგადასახადო ორგანოს ნებისმიერ სერვისცენტრს.
ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შემთხვევაში პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, ხოლო სავალდებულო რეგისტრაციის შემთხვევაში - სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან .
კანონმდებლობა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი (კარი VI)
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 (კარი III)