CITES დანართებში შეტანილი სახეობების ნებართვა
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის (დანართი№1) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური. თუ ნებართვის გაცემა ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ შემთხვევაში, ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.
კონვენცია იცავს ათასობით მცენარესა და ცხოველს, რომლებიც შეტანილია კონვენციის სამიდან ერთ-ერთ დანართში (http://cites.org/eng/app/2012/E-2012Apr03.pdf)
ნებართვა გაიცემა:
- კონვენციის I დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციისათვის;
- კონვენციის II დანართში შეტანილ სახეობათა ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციისათვის;
- კონვენციის III დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების რეექსპორტისათვის.
ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:
ნებართვის მისაღებად განაცხადი და საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით (www.rs.ge)
განცხადება, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტრო¬დუქციისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშების (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართული და/ან სამეცნიერო სახელწოდება), რაოდენობას, აღწერას;
- სახეობათა ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექს¬პორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის მიზანს (დანართი №1);
- ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისათვის განკუთვნილი სა¬ხე¬ობის ნიმუშის წარმოშობის წყაროსა და დროს (დანართი №2).
ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
- სახეობათა ნიმუშების ექსპორტის შემთხვევაში კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ორ¬გა¬ნოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა;
- სახეობათა ნიმუშების იმპორტის შემთხვევაში – ექს¬პორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატი, ხოლო ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში ასევე ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- რეექსპორტის შემთხვევაში ექსპორტიორი ან ბოლო რეექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი, კონვენციის I დანართში შეტანილ სახეობათა ცო¬ცხალი ნიმუშების შემთხვევაში – იმპორტის ქვეყნის მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა;
- ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში – ნიმუშის შენახვისა და მოვლისათვის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ნებართვის გაცემის პირობები
კონვენციის I დანათრში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში ექსპორტის, იმპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა:
- თუ სამეცნიერო ორგა¬ნოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი, იმპორტი და ზღვიდან ინტროდუქცია არ შეუქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას;
- იმპორტის ნებართვა გაიცემა თუ ნიმუში არ იქნება გამოყენებული უპირატესად კომერციული მიზნებისათვის;
კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში (გარდა თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩი¬ვარდას გორგლების კომერციული მიზნით ექსპორტისა):
- ექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი/ზღვიდან ინტროდუქცია არ შეუქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას;
- თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების კომერციული მიზნით ექსპორტისას ნებართვა გაიცემა:
- შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე (რომლის მოქმედების ვადა არ არის გასული);
- სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ნებართვის მოქმედების ვადა:
- სახეობათა ნიმუშების ექსპორტისა და რეექსპორტის ნებართვები ძალაშია გაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში.
- სახეობათა ნიმუშების იმპორტისა და ზღვიდან ინ¬ტროდუქციის ნებართვა ძალაშია გაცემიდან თორმეტი თვის განმავლობაში.
სანებართვო მოწმობის ფორმა
ნებართვა გაიცემა ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ასლი რჩება გამცემ ორგანოში, ხოლო ორიგინალი და ორი ასლი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს საბაჟო გამშვები პუნქტის წარსადგენად, სადაც ექსპორტისას/რეექსპორტისას ხორციელდება ნებართვის დამოწმება საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიცრის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. დამოწმებული ნებართვის ორიგინალი და ასლი წარედგინება იმპორტიორი ქვეყნის საბაჟოს.
ნებართვა არ გაიცემა, თუ:
- ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მო¬თხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ;
- ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სანებართვო პირობებს;
- ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალა¬ში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.
სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა არის 50 ლარი - სახაზინო კოდი 3085 (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1226 22.11.2007წ.).
მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტი:
საქართველოს მთავრობის დადგენილება N 18 2007 წლის 6 თებერვალი
დანართი №1
მიზანი
T კომერციული მიზნით;
Z ზოოპარკისათვის;
G ბოტანიკური ბაღისათვის;
Q ცირკისა დამოძრავი გამოფენისათვის;
S სამეცნიერო მიზნებისათვის;
H სანადირო ტროფეისთვის;
P პირადი საჭიროებისათვის;
M სამედიცინო დანიშნულებისათვის;
E საგანმანათლებლო მიზნით;
N ბუნებაში რეინტროდუქციისათვის/ინტროდუქციისათვის;
B ხელოვნურად მოშენებისათვის/ტყვეობაში გამრავლებისათვის;
L კანონაღსრულებისთვის.
დანართი №2
წყარო
R ფერმერულ მეურნეობებში მიღებული ნიმუშები;
D კომერციული ვაჭრობის მიზნით ტყვეობაში გამრავლებული/ხელოვნურად მოშენებული I დანართის ცხოველები/მცენარეები, მათი ნაწილები და დერივატები;
A ხელოვნურად მოშენებული სხვა მცენარეები, მათი ნაწილები და დერივატები(I დანართის არაკომერციული მიზნით და II და III დანართების სახეობების ხელოვნურად მოშენებული ნიმუშები);
C ტყვეობაში გამრავლებული სხვა ცხოველები, მათი ნაწილები და დერივატები (I დანართის არაკომერციული მიზნით ტყვეობაში გამრავლებული და II და III დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშები);
F ტყვეობაში დაბადებული ცხოველების (F1 ან მომდევნო თაობები) თაობა;
O პრეკონვენციური ნიმუშები. ამ კოდის გამოყენება შესაძლებელია სხვა წყაროს კოდებთან ერთად;
I კონფისკებული, ჩამორთმეული ნიმუშები;
U წყარო უცნობია(საჭიროა დასაბუთება).
ნებართვის გაცემის პროცედურა
ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული www.rs.ge განცხადება საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში/გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სადაც გსურთ ნებართვის მიღება.
ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge.
აირჩიეთ ფანჯარა „განცხადებები“, „ახალი განცხადებები“, „სერტიფიკატების გაცემა“ - ,,CITES დანართებში შეტანილი სახეობების ნებართვა“, მიუთითეთ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, სადაც გსურთ ნებართვის აღება და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები.
ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები, ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე ან ელ. ფოსტაზე..
ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 2 26 11 74 ქ. თბილისი, გორგასლის №16