ინფორმაციის განახლების თარიღი: 18 მაისი 2012

ფარმაცევტული პროდუქტები

გადამხდელთა საყურადღებოდ

ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტის ან ექსპორტის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის ვებ–გვერდზე (www.rs.ge) ივსება „ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმა“.
ფორმის შესავსებად შემოსავლების სამსახურის ვებ–გვერდზე უნდა აირჩიოთ ღილაკი „მედიკამენტები“. პროგრამაში შესვლის შემდეგ ახალი ფორმის შევსებისათვის გააქტიურეთ ღილაკი „ახალი ფორმის რეგისტრაცია“ და შეავსეთ ფორმა. ახალი ფორმის რეგისტრაციისათვის სავალდებულოა ყველა ველის შევსება. ფორმის შევსების შემდეგ აირჩიეთ ღილაკი „ფორმის რეგისტრაცია“, რომლის შემდგომ გამოჩნდება გვერდი - „გასაგზავნი ფორმები“, ჩამონათვალით. თქვენს მიერ შევსებული და გასაგზავნი ფორმის გასწვრივ აირჩიეთ ღილაკი „გადაგზავნა“. ფორმა გაგზავნილია.
საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია კორექტირების შეტანის მიზნით უკან დაგიბრულოთ გადაგზავნილი ფორმა. „ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის“ დადასტურება მოხდება თქვენს მიერ დეკლარაციის წარდგენის შემდეგ.