ინფორმაციის განახლების თარიღი: 12 მარტი 2014

საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია)

 

გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრს.
გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას.
"მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის  25 დეკემბერს განხორციელებული  ცვლილებების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ნაცვლად მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  –  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ყურადღება:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების პროცედურა შიშეტანილი იქნა ცვლილებები. კერძოდ:  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში რეგისტრირებული იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო ნომერი იწყება ციფრით – 4, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის ციფრით – 3. საიდენტიფიკაციო  ნომრის ფორმირების პრინციპი დარჩა უცვლელი.