ფიტოსანიტარიული კონტროლი
ფიტოსანიტარიული წესი ვრცელდება ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო‑საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანასა და გატანაზე, ასევე, შესაძლებელია გავრცელდეს დასაწყობების ადგილებზე, ტარაზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, კონტეინერებსა და რაიმე სხვა ორგანიზმებზე, ობიექტზე ან მასალაზე, რომლებშიც შესაძლებელია არსებობდეს მავნე ორგანიზმები, ან რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდნენ მათ სამალავებს.
ფიტოსანიტარიული კონტროლი მიმართულია:
მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების მავ¬ნე ორგანიზმების ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელების წინააღმდეგ.
ფიტოსანიტარიული კონტროლის ჩატარების მიზნით სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში წარსადგენი დოკუმენტებია:
- • ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი (ორიგინალი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ორიგინალი დოკუმენტის სკანირებული ვერსია ელექტრონულად);
- • წინასწარი შეტყობინება;
- • იმპორტის ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში);
• კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის სხვა თანმხლები დოკუმენტები.
საქართველოში შემოსატანად გამიზნული ტვირთი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება:
- • დოკუმენტურ შემოწმებას;
- • იდენტურობის შემოწმებას;
- • მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლს;
- • ნიმუშის აღებას ადგილზე ინსპექტირებისათვის ან ლაბორატორიული ანალიზისათვის.
განსაკუთრებული პირობები
ფიტოსანიტარიული კონტროლი არ ვრცელდება მცენარეებზე, მცენარეულ პროდუქტებზე და სხვა მასალებზე, რომლებიც განკუთვნილია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების, მათი ადმინისტრაციული პერსონალის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების პირადი მოხმარებისათვის, ასევე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ აღნიშნულ პირთა პირად ნივთებში გადაიტანება საკარანტინო ობიექტი, მაშინ, კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში, იგი უბრუნდება გამომგზავნს.
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა:
- • მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა;
- • საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს), შემდეგ შემთხვევებში:
- • 5 ცალამდე მცენარე, მათ შორის, ხე-მცენარეები და ბუჩქები;
- • 3 კგ- მდე ციტრუსების ნაყოფი;
- • 5 კგ- მდე სხვა ახალი ხილი ან ბოსტნეული, ან ორივე ერთად;
- • 20 ცალამდე მოჭრილი ყვავილები ან ტოტები, ან ორივე ერთად, ან ერთი თაიგული ან გვირგვინი მოჭრილი ყვავილებისგან, ან ტოტებისგან ან ყვავილებისა და ტოტებისგან ერთად;
- • 5 ცალამდე ქოთნის მცენარეები;
- • 2 კგ-მდე ყვავილის ბოლქვები ან ტუბერები ან ორივე ერთად;
- • 5 პაკეტი სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით;
- • 30 კილოგრამამდე გამხმარი და გამომშრალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები;
- • საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას, დაუძლეველი ძალის პირობების შედეგების სალიკვიდაციო ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის გარეშე აკრძალულია საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა:
მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა კონტროლქვემდებარე ობიექტები, რომელთა იმპორტიც აკრძალულია
დასახელება
|
|
ნიადაგი (გარდა მცირე რაოდენობის, რომელიც გადაადგილდება მცენარეებთან ერთად)
|
ყველა ქვეყნიდან
|
დაუმუშავებელი ნაკელი
|
ყველა ქვეყნიდან
|
ბამბის ბოჭკოს ნარჩენები
|
ყველა ქვეყნიდან
|
იზოლირებული ქერქი Castanea Mill
|
ევროპის კონტინენტის ქვეყნების გარდა
|
იზოლირებული ქერქი Populus L.
|
ამერიკის ქვეყნებიდან
|
იზოლირებული ქერქი Acer saccharum და Quercus L. (გარდა Quercus suber)
|
კანადა, აშშ და მექსიკა
|
Pinus spp, picea, abies, tsuga, Pseudotsuga ( წიწოვნები) მრგვალი ხე, ხის მასალა, მოჭრილი ტოტები და სარგავი მასალა
|
კანადა, აშშ და მექსიკა
|
Populus spp., Juglans სარგავი მასალა, მრგვალი ხე, ხის მასალა
|
კანადა, აშშ
|
Malus spp., Prunus avium, prunus persica, prunus spp, pyrus, crataegus, Corylus spp., სარგავი მასალა
|
კანადა, აშშ
|
Solanum სარგავი მასალა, Solanum tuberosum ტუბერები, Solanum lycopersicum ნაყოფი
|
სამხ. ამერიკა (ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, მექსიკა, პარაგვაი, პერუ, ვენესუელა, ბოლივია, ეკვადორი)“
|
ექსპორტი
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ მოითხოვება მსუბუქი, სატვირთო-სამგზავრო ავტომობილით, ავტობუსით, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით გასატან ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე.
რეექსპორტი
თუ რეგულირებად ობიექტზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე, ამ შემთხვევაში, ხორციელდება ტრანზიტული საქონლის მიმართ განსაზღვრული ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები.
ტრანზიტი
ტრანზიტული საქონლის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი
იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტული ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდება დახურული და დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით, არ დაიყოფა ნაწილებად, არ შეერევა სხვა საქონელს შემოტანისას, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში არ ექვემდებარება ფიტოსანიტარიულ კონტროლს. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტული ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდება ღია ან/და დაულუქავი სატრანსპორტო საშუალებით ან/და განკუთვნილია საწყობში დროებით შენახვისთვის ან/და ექვემდებარება გადატვირთვას ან დანაწევრებას ან სხვა ტვირთთან შერევას ან შეფუთვის შეცვლას, იგი ექვემდებარება ფიტოსანიტარიულ კონტროლს. ტრანზიტული ტვირთის იმპორტში მოქცევა შესაძლებელია, თუ განხორციელებული ფიტოსანიტარიული პროცედურების შედეგად დასტურდება, რომ იგი შეესაბამება ფიტოსანიტარიული იმპორტის მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, იმპორტის მოთხოვნად არ განიხილება ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში მითითებული დანიშნულების ქვეყანა და მიმღები.
ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტები (2015 წლის 9 იანვრის მდგომარეობით):
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბერი №429 დადგენილება
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბერი №426 დადგენილება
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბერი №427 დადგენილება