ინფორმაციის განახლების თარიღი: 20 აგვისტო 2012
შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის წესი
- იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს.
- აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები უნდა აღრიცხოს მათი მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტიდან, ხოლო ხარჯები უნდა გამოქვითოს განაღდების შემდეგ.
- დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად.
შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა
- პირს, რომელიც მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულია განახორციელოს ან ნებაყოფლობით ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას დარიცხვის მეთოდით, უფლება არ აქვს გადასახადის გადახდისას გამოიყენოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი.
- დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია გამოიყენოს აღრიცხვის დარიცხვის მეთოდი.
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით.
- ფიზიკურ პირს უფლება აქვს, შემოსავლები და ხარჯები საკასო მეთოდით აღრიცხოს, მათ შორის მიკრო, მცირე, ფიქსირებული სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელებმა.
- მცირე ბიზნესმა ხარჯები უნდა აღრიცხოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.
- მცირე ბიზნესი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
კანონმდებლობა:
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N999 ბრძანება
საქართველოს საგადასახადო კოდექსი 136-142–ე მუხლის ჩათვლით, 259 -ე მუხლი.
|