გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა
გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა არის დოკუმენტი, რომელიც ეხმარება ქვეყნებს მცურავი საშუალებების საერთაშორისო გადაადგილებისას მინიმუმამდე დაიყვანონ დაავადების საერთაშორისო გავრცელების რისკი.
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილ პირს შეუძლია გასცეს მოწმობა, თუ იგი დარწმუნდა, რომ გემი თავისუფალია ინფექციისა და კონტამინაციის წყაროებისაგან.
გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ გემზე აღმოჩნდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში რისკები (ინფექციისა და კონტამინაციის წყარო გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) და ჩატარებული პროცედურებით მიღწეულია დამაკმაყოფილებელი შედეგები.
თუ გსურთ მიიღოთ გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა, შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის "ბათუმის პორტი" და სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელ პირს. ანგარიშის რეკვიზიტები: სსიპ "შემოსავლების სამსახური"-ს მიმღები ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ანგარიში/სახაზინო კოდი 707017021;
გახსოვდეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.
მომსახურების ტიპი:
1 სამუშაო დღე - 400 ლარი
1-ზე მეტი სამუშაო დღე - 200 ლარი