ინფორმაციის განახლების თარიღი: 30 იანვარი 2019

ოზონდამშლელი ნივთიერებები

ოზონდამშლელი ნივთიერებები

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აკრძალულია "ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის ოქმის “A” , “B” , “C” და “E”დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაშვებულია "ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის ოქმის “C” დანართში შეტანილი მხოლოდ ერთი ოზონდამშლელი ნივთიერების (წყალბადქლორფტორნახშირბადი HCFC-22-ის (R22) კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი; ხოლო  E“ დანართით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების მეთილბრომიდის CH3Br  იმპორტი - მხოლოდ საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისათვის.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №15 ბრძანებით დამტკიცდა ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა.