ინფორმაციის განახლების თარიღი: 06 თებერვალი 2019

"გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენცია (CITES)

 

"გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენცია (CITES)

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენცია მიღებულ იქნა ველური ცხოველებისა და მცენარეების ეფექტური კონტროლის, ბრაკონიერობის და არალეგალურ ვაჭრობასთან ბრძოლის მიზნით.

წლების განმავლობაში ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით არალეგალურმა, უკონტროლო და დაურეგულირებელმა საერთაშორისო ვაჭრობამ გადაშენების საფრთხე შეუქმნა მცენარეთა და ცხოველთა მრავალ სახეობას. ყოველწლიურად ხორციელდება ასობით მილიონი ველური მცენარისა და ცხოველის ამოღება ბუნების წიაღიდან მათი სხვა ქვეყნებში რეალიზაციის მიზნით. აგრეთვე, სხვადასხვა პროდუქტის, ეგზოტიკური ტყავის, ბეწვის, მუსიკალური ინსტრუმენტების, სუვენირებისა და სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად. საერთაშორისო ვაჭრობის ძირითად ობიექტებს წარმოადგენენ: მაიმუნები, თუთიყუშები, ეგზოტიკური თევზები აკვარიუმებისათვის, სპილოს ძვალი, მოლუსკების ნიჟარები, მარჯანი, ნიანგისა და გველის ტყავი, შავი ხიზილალა, კაქტუსები, ჯადვარები, ადრე გაზაფხულის მცენარეთა ბოლქვები და ა.შ.

საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირების მიზნით, 1973 წელს ვაშინგტონში მიღებულ იქნა კონვენცია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES). კონვენცია ძალაში შევიდა 1975 წლის 1 ივლისს. ამჟამად, კონვენციის მხარეა მსოფლიოს 183 ქვეყანა, მათ შორის საქართველო 1996 წლიდან.

 

 

ნებართვის გამცემი ორგანო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 

 

ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები

"გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის მისაღებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

1. ექსპორტის შემთხვევაში (გარდა თეთრყვავილას ბოლქვების და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის შემთხვევისა):

- განცხადება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ექსპორტისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშების (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელება (ქართული და ლათინური სახელწოდება), რაოდენობა, აღწერა; ბ) სახეობათა ნიმუშების ექსპორტის მიზანი (კომერციული, ზოოპარკისათვის, ბოტანიკური ბაღისათვის, ცირკისა და მოძრავი გამოფენისათვის, სამეცნიერო, სანადირო ტროფეი, კერძო საკუთრება, სამედიცინო, საგან-მანათლებლო, ბუნებაში რეინტროდუქციისათვის/ინტროდუქციისათვის, ხელოვნურად მოშენებისა-თვის/ტყვეობაში გამრავლებისათვის); გ) ექსპორტისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყარო და დრო. დ) იმპორტიორის მონაცემები (სახელი, მისამართი). ე) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; ვ) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა; ზ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა;

- კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

- სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში სახაზინო კოდზე: 300773085. მოსაკრებელი ერთი ნებართვის მისაღებად შეადგენს 50 ლარს;

- ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტაცია, რაც შესაძლოა დაეხმაროს ადმინისტრაციულ/სამეცნიერო ორგანოს გადაწყვეტილების მიღებაში (მაგ: ნიმუშის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

- კონვენციის პირველ დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშებისათვის: იმპორტიორი სახელმწიფოს CITES-ის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა.

2. იმპორტის შემთხვევაში:

- განცხადება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმპორტისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართული და ლათინური სახელწოდება), რაოდენობას, აღწერას; ბ) ნიმუშის იმპორტის მიზანს (კომერციული, ზოოპარკისათვის, ბოტანიკური ბაღისათვის, ცირკისა და მოძრავი გამოფენისათვის, სამეცნიერო, სანადირო ტროფეი, კერძო საკუთრება, სამედიცინო, საგანმანათლებლო, ბუნებაში რეინტროდუქციისათვის/ინტროდუქციისათვის, ხელოვნურად მოშენებისათვის/ტყვეობაში გამრავლებისათვის); გ) იმპორტისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროსა და დროს. დ) ექსპორტიორის მონაცემები (სახელი, მისამართი). ე) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; ვ) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა; ზ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა;

- კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

- სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში სახაზინო კოდზე: 300773085. მოსაკრებელი ერთი ნებართვის მოსაღებად შეადგენს 50 ლარს;

- ნიმუშის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში -ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

3. რეექსპორტის შემთხვევაში:

- განცხადება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) რეექსპორტისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშების (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართული და ლათინური სახელწოდება), რაოდენობას, აღწერას; ბ) სახეობათა ნიმუშების რეექსპორტის მიზანს (კომერციული, ზოოპარკისათვის, ბოტანიკური ბაღისათვის, ცირკისა და მოძრავი გამოფენისათვის, სამეცნიერო, სანადირო ტროფეი, კერძო საკუთრება, სამედიცინო, საგან-მანათლებლო, ბუნებაში რეინტროდუქციისათვის/ინტროდუქციისათვის, ხელოვნურად მოშენებისა-თვის/ტყვეობაში გამრავლებისათვის); გ) რეექსპორტისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროსა და დროს. დ) იმპორტიორის მონაცემები (სახელი, მისამართი). ე) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; ვ) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა; ზ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა;

- კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

- სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში სახაზინო კოდზე: 300773085. მოსაკრებელი ერთი ნებართვის მოსაღებად შეადგენს 50 ლარს;

- ნიმუშის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- ექსპორტიორი ან ბოლო რეექსპორტიორი ქვეყნის CITES-ის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვა/რეექსპორტის სერტიფიკატი;

4. ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში:

- განცხადება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ზღვიდან ინტროდუქციისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშების (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართული და ლათინური სახელწოდება), რაოდენობას, აღწერას; ბ) სახეობათა ნიმუშების ზღვიდან ინტროდუქციის მიზანს (კომერციული, ზოოპარკისათვის, ბოტანიკური ბაღისათვის, ცირკისა და მოძრავი გამოფენისათვის, სამეცნიერო, სანადირო ტროფეი, კერძო საკუთრება, სამედიცინო, საგანმანათლებლო, ბუნებაში რეინტროდუქციისათვის/ინტროდუქციისათვის, ხელოვნურად მოშენებისათვის/ტყვეობაში გამრავლებისათვის); გ) ზღვიდან ინტროდუქციისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროსა და დროს. დ) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; ე) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა; ვ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა;

- კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

- სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში სახაზინო კოდზე: 300773085. მოსაკრებელი ერთი ნებართვის მოსაღებად შეადგენს 50 ლარს;

- ნიმუშის შენახვისა და მოვლისათვის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

5. ველური ბუნებიდან მოპოვებული თეთრყვავილას ბოლქვების/ყოჩივარდას გორგლების კომერციული მიზნით ექსპორტის შემთხვევაში:

- განცხადება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ექსპორტისათვის განკუთვნილი სახეობის დასახელება (ქართული და ლათინური სახელწოდება), რაოდენობა; ბ) იმპორტიორის მონაცემები (სახელი, მისამართი). გ) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; დ) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა;

- კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

- სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში სახაზინო კოდზე: 300773085. მოსაკრებელი ერთი ნებართვის მოსაღებად შეადგენს 50 ლარს;

- ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის ასლი;

- თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების კვოტის დამტკიცების შესახებ ბრძანების ასლი;

6. ხელოვნურად მოშენების ნაკვეთებიდან მოპოვებული თეთრყვავილას ბოლქვების ექსპორტის შემთხვევაში:

- განცხადება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ექსპორტისათვის განკუთვნილი სახეობის დასახელება (ქართული და ლათინური სახელწოდება), რაოდენობა; ბ) იმპორტიორის მონაცემები (სახელი, მისამართი). გ) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; დ) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა; ვ) ყოველწლიურად დაგეგმილი მოსაპოვებელი თეთრყვავილას ბოლქვების რაოდენობა; ზ) ნაკვეთზე არსებული თეთრყვავილას ბოლქვების სავარაუდო რაოდენობა; თ) ნაკვეთის მართვის ღონისძიებებს; ი) როდის იქნა პირველად გაშენებული თეთრყვავილას ბოლქვები მოცემულ ნაკვეთზე; კ) პირველად გაშენებული თეთრყვავილას ბოლქვების წყარო; ლ) ინფორმაციას, თუ როდის იქნა უკანასკნელად დარგული თეთრყვავილას ბოლქვები ამ ნაკვეთზე და რა იყო მათი წყარო.

- კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

- სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში სახაზინო კოდზე: 300773085. მოსაკრებელი ერთი ნებართვის მოსაღებად შეადგენს 50 ლარს;

- სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომელიც უნდა შეიცავდეს მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების საერთო რაოდენობას, საექსპორტო რაოდენობას, მოშენების ხანგრძლივობას, სასაქონლო ბოლქვების/გორგლების მაქსიმალურ რაოდენობას, რო-მელიც შეიძლება მოპოვებულ იქნეს ნაკვეთიდან ყოველწლიურად, დასკვნის მოქმედების ვადას.

კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე

კონვენცია