რა უნდა იცოდეთ საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებით

რა ვადაში უნდა  განხორციელდეს საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში?
  • საქონლის შემოტანიდან 30  დღეში
  • შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შეამციროს  აღნიშნული ვადა ან გაზარდოს 60 დღით 
  • საწყობში საქონლის დროებითი შენახვის შემთხვევაში საქონლის დეკლარირების ვადა იზრდება 5 კალენდარულ წლამდე
ვის შეუძლია სასაქონლო დეკლარაციის შევსება?
სასაქონლო დეკლარაცია ივსება: დეკლარანტის ან მისი წარმომადგენელის, ან საგადასახადო ორგანოს მიერ (როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების შესახებ)

 

რა დოკუმენტები უნდა წარდგეს საქონლის გაფორმებისას?
საქონლის გასაფორმებლად საჭიროა:

 

  • საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი - ინვოისი;
  • სატრანსპორტო დოკუმენტი, როგორიც არის: კონოსამენტი (საზღვაო გადაზიდვებისთვის), სარკინიგზო ზედნადები (სარკინიგზო გადაზიდვისთვის), ავიაზედნადები (საჰაერო გადაზიდვისთვის),  CMR ან TIR წიგნაკი (საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისათვის);
    შენიშვნა:
    სატრანსპორტო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ტვირთის ზოგად აღწერილობას, ადგილების რაოდენობას, ბრუტო და ნეტო წონას, სასაქონლო კოდს, კონტეინერის ნომერს, ინფორმაციას გადამზიდავის, საქონლის გამომგზავნის, ჩატვირთვის ადგილის, ასევე დანიშნულების ადგილისა და საქონლის მიმღების შესახებ.
  • თუ საქონელზე ვრცელდება არასატარიფო ღონისძიებები ან ექვემდებარება დამატებით საბაჟო კონტროლს, ასევე წარედგინება ლიცენზია, ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა საჭირო დოკუმენტები.
რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი?

საქონლის  შესყიდვის  დამადასტურებელი  დოკუმენტი  (ინვოისი) უნდა   შეიცავდეს  შემდეგ   ძირითად ინფორმაციას:

  • დოკუმენტის გაცემის თარიღი და ნომერი;
  • გამყიდველის რეკვიზიტები;
  • მყიდველის რეკვიზიტები;
  • საქონლის თითოეული სახეობის აღწერა  (მაგ.:  მამაკაცის  პალტო  ბამბის  ქსოვილისაგან  ან  მამაკაცის პალტო მატყლის ნართისაგან);
  • საქონლის თითოეული სახეობის  რაოდენობა (ცალი, კილოგრამი ლიტრი და ა.შ.);
  • საქონლის თითოეულ სახეობის   ღირებულება;
  • დოკუმენტი რეალურად უნდა ადასტურებდეს ყიდვა - გაყიდვის ფაქტს (შეძლებისდაგვარად უნდა იყოს დამოწმებული ბეჭდით ან სხვა საშუალებით);
  • მიწოდების პირობას. ((Incoterms 2010-ის შესაბამისად).)

გთხოვთმიაქციოთ  ყურადღება! არასრულად  შევსებული  შესყიდვის  დამადასტურებელი  დოკუმენტი იწვევს  პროცედურების  გაჭიანურებას, კერძოდ , იმისათვის, რომ  შესაძლებელი  გახდეს  დეკლარაციის  შევსება, თქვენ   უნდა   დანიშნოთ   სასაქონლო   ექსპერტიზა   (საჭიროებიდან   გამომდინარე,   საქონლის რაოდენობის, ღირებულების ან/და სასაქონლო კოდის დადგენის მიზნით).

რა გადასახადები უნდა გადაიხადოთ საქონლის დეკლარირებისას ?
ტარიფები:
ექსპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საწყობი, თავისუფალი ზონა: გათავისუფლებულია გადასახადებით დაბეგვრისაგან.
იმპორტი:  იმპორტის გადასახდელები:
იმპორტის გადასახადი - საბაჟო ღირებულების  0; 5; 12 პროცენტი ან ფიქსირებული  განაკვეთი (საგადასახადო კოდექსის XXVIII თავის 197-ე მუხლის შესაბამისად):
დღგ - იმპორტის თანხის 18 პროცენტი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე  მუხლის შესაბამისად);
აქციზი -  განაკვეთი დიფერენცირებულია  (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად):
შიდა გადამუშავება: თუ ადგილი აქვს მხოლოდ უცხოური საქონლის გადამუშავებას და გადამუშავებული პროდუქტის გატანას, ოპერაცია არ იბეგრება გადასახადებით.
გარე გადამუშავება: საქონლის გატანისას გადაიხდევინება ექსპორტისთვის დადგენილი გადასახდელი, ხოლო გადამუშავებული საქონლის შემოტანისას - კუთვნილი იმპორტის გადასახდელი. საქონლის უსასყიდლოდ გადამუშავებაზე არ არის იმპორტის გადასახდელი.
დროებითი შემოტანა: საქონელი შესაძლებელია გათავისუფლდეს სრულად ან ნაწილობრივ.
დღგ - დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტი საქონლის საქართველოში ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ამ თანხის 18 პროცენტისა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე  მუხლის შესაბამისად).
იმპორტის გადასახადი - იმ თანხის 3 პროცენტია, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე  მუხლის შესაბამისად).

მომსახურების ტარიფები: (საქართველოს   მთავრობის   დადგენილება № 96 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“)

რა ვადაში უნდა გადაიხადოთ იმპორტის   გადასახდელები  და   მომსახურების  საფასური?
  • იმპორტის გადასახდელისა და მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ტვირთის გაფორმებიდან 5 დღეში;
  • წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში - საქონლის გაშვებიდან 15 დღეში;
  • „ოქროს სიის“ მონაწილისათვის - საქონლის გაშვებიდან 30 დღეში.
  • საჰაერო ტრანსპორტით, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის იმპორტისას (დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით) - დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან 30 დღეში.
 
სად არის შესაძლებელი საქონლის გაფორმება?

           გაფორმების ეკონომიკური ზონაფოთი

  • ქ. ფოთი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №32
  • ქ. ფოთი, შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის)
  • ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის)
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის)
 

            გაფორმების ეკონომიკური ზონათბილისი

  • გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.
  •            გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2

    • გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ (მხოლოდ სასაქონლო პარტიათა ნაკრებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმებისათვის)
 

            გაფორმების ეკონომიკური ზონააეროპორტი

  • ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
 

            გაფორმების ეკონომიკური ზონაბათუმი

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.
  • ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის)
  • ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №11;
 

            გაფორმების ეკონომიკური ზონაბათუმის პორტი

 

            თელავის განყოფილება

 
  • ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1
  • ქ. თელავი, ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის)
 

            ახალციხის განყოფილება

  • ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54
  • ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – შსს-ს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის)
 

            ქუთაისის განყოფილება

  • ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5, 
  • შსს-ს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის)
 

            რუსთავის განყოფილება

  • ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36;
  • შსს-ს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის).
რა ღირებულების საქონელი შეიძლება გაფორმდეს საბაჟო გამშვებ პუნქტში?
საბაჟო გამშვებ პუნქტში  შესაძლებელია  გაფორმდეს:
  • საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
    • პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტებისა „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „გარდაბანი და მტკვარი“) გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში; 
    • უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი; 
    • საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
    • პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით;
    • ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
    • გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;
    • იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად; 
    • იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში - ზეპირი დეკლარირებით; 
    • არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
    • საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი. 
    • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის სამშენებლო ზონის“ ან „კარწახის“ გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი  სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი. 
    •  
  • შენიშვნა:
    საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირის, აგრეთვე საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება ხორციელდება შესაბამის ადგილებში.