ინფორმაციის განახლების თარიღი: 15 აგვისტო 2019

ვადები

1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, რა ვადაში უნდა მოხდეს ზოგადი დეკლარირება – სათანადო დოკუმენტების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენა?
1.1. ზოგადი დეკლარირება და შესაბამისად, სათანადო დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება:

  •  სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
  •  გეზ-ის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, სეს ესნ 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის შემთხვევაში – გეზ-ში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შსს-ს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას, მაგრამ არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, რომელიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციის ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციის ან საბაჟო საწყობის მიერ სატრანსპორტო დოკუმენტისა და ნასყიდობის დოკუმენტის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდების მომენტიდან.


1.2. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) ზოგადი დეკლარირებისათვის განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ფორმით აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას.

1.3. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან უზრუნველყოფს საქონლის განადგურებას მესაკუთრის ან მფლობელის (მათ შორის, საბაჟო საწყობის) ხარჯით.

2. რა ვადებში უნდა მოხდეს საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანა დანიშნულების ადგილზე?
2.1 ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან მეორე საბაჟო კონტროლის ზონამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
2.2. სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს.
2.3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
2.4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.
2.5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
2.6. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის მომენტიდან/საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის რეგისტრაციის მომენტიდან და დასრულდება გამოცხადებისას საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ ელექტრონული დადასტურებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.

შენიშვნა:

  •  სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 60-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.
  •  საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან არასაგადასახადო ორგანომდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება დეკლარაციის წარდგენის თარიღით.
  •  საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 30 კალენდარული დღით, ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით.


3. რა ვადაში უნდა განხორციელდეს საქონლის დეკლარირება (სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა)?
3.1. ზოგადი დეკლარირებიდან 30 დღეში;
შენიშვნა: შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა, აგრეთვე გაზარდოს ეს ვადა 60 დღით;
3.2. საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში – ზოგადი დეკლარირებიდან 180 დღეში;
შენიშვნა: შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გაზარდოს აღნიშნული ვადა არაუმეტეს 180 დღით.

3.3. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შსს-ს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია:
საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების მომსახურების საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
საბაჟო საწყობში დროებით შენახვით, რა დროსაც საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.

3.4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც

იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მის მისაბმელზე ან ნახევრად მისაბმელზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – საქართველოს შსს-ს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
3.5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებულ ნავთობპროდუქტებზე – ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.
3.6. საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) – ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ საქონელზე ან/და აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე – არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
3.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად, საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ შესაბამის ვადებში. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ საქონლის საერთო რაოდენობა და ღირებულება არ აღემატება მითითებული ქვეპუნქტით განსაზღვრულ რაოდენობასა და ღირებულებას.
3.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც:

  •  საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების შემდგომ პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არა უგვიანეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა;
  •  შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან:

ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“;
ბ) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს;

  •  საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არაუგვიანეს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა;
  •  საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან: ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“;

ბ) არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს.

შენიშვნა: საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირისათვის გათვალისწინებული აღნიშნული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ ამ საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენა განხორციელდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
3.9. საზღვაო გზით შემოტანილი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვის შემთხვევაში – ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარულ დღეში.
3.10. რკინიგზით გადაადგილებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვის შემთხვევაში – ზოგადი დეკლარირებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარულ დღეში.

4. რა ვადაში ხდება იმპორტის გადასახდელების გადახდა?
4.1. საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისებისა;
4.2. დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას – საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისებისა;
4.3. „ოქროს სიის“ მონაწილის:

  • კუთვნილ სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე – საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა;
  • კუთვნილ სხვა საქონელზე – საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა;


4.4 გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული შემდეგი საქონლის შემთხვევაში – გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში:

  •  საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე;
  •  საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქონელთა ჯგუფზე);


4.5. წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) – საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში.