მიკრო და მცირე ბიზნესი
მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური, შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს დაბეგვრის შეღავაღიანი რეჟიმით.
მიკრო ბიზნესი
|
მცირე ბიზნესი
|
რა პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსისთვის?
|
- მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს.
|
- მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.
|
რა გადასახადებით დაიბეგრებით?
|
- მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს;
- ამ სტატუსის მქონე პირები თავისუფლდებიან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
|
- მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5%-ით;
- მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.
|
რა შემთხვევაში უქმდება სტატუსი?
|
- ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში აღემატება 30 000 ლარს, გარდა საქართველოს მთავრობის N415 დადგენილებით განსაზვრული გამონაკლისებისა;
- თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგის ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.
|
- ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს;
- თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 150 000 ლარს;
- მეწარმე ფიზიკურ პირს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოუყენლობისთვის კალენდარული წლის განმავლობაში 3-ჯერ დაეკისრა სანქცია.
|
რა უნდა გავითვალისწინოთ?
|
- პირებს ეკრძალებათ ნებართვას ან ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობებისა და სავალუტო ოპერაციების განხორციელება, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, სანოტარო, აუდიტორული, საკონსულტაციო საქმიანობა, სათამაშო ბიზნესი და ვაჭრობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება).
|
- პირებს ეკრძალებათ ნებართვას ან ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობებისა და სავალუტო ოპერაციების განხორციელება, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, სანოტარო, აუდიტორული, საკონსულტაციო საქმიანობა, სათამაშო ბიზნესი, აქციზური საქონლის წარმოება, პერსონალით უზრუნველყოფა;
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე პიზიკური პირი არ აღრიცხავს შემოსავლებს/ხარჯებს, გარდა ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოებისა.
|
ვის მივმართო მიკრ/მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად?
|
სტატუსის მინიჭების მიზნით ფიზიკური პირი მიმართავს საგადასახადო ორგანოს ნებისმიერ სერვისცენტრს.
|
უნდა ჩავაბარო თუ არა რაიმე სახის დეკლარაცია?
|
მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარმოადგენენ საშემოსავლო გადასახადის გამარტივებულ დეკლარაციას.
|
კანონმდებლობა:
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის N415 დადგენილება.
საქართველოს საგადასახადო
კოდექსი ( თავი XII)
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა
მინისტრის N999 ბრძანება