ჰიგიენური სერტიფიკატი
ჰიგიენური სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია ყველა პორტალზე, ასევე ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული განცხადების საფუძველზე.
ჰიგიენური სერტიფიკატი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სურსათის/ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
სერტიფიკატს გასცემს:
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა ჰიგიენური შეფასების განხორციელებისას, რომელიც მოიცავს სურსათის/ტარის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სურსათის/ტარის იდენტიფიცირებას, ლაბორატორიული გამოცდის შედეგებისა და ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას, შესწავლასა და შეფასებას
ჰიგიენური სერტიფიკაცია ნებაყოფლობითია და ხორციელდება განმცხადებლის ინიციატივით. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა როგორც დაფასოებულ, ისე დაუფასოებელ სურსათზე.
სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება, რომელშიც მიეთითება სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი, პარტიის ნომე¬რი, შეფუთვის სახეობა, სურსათის ჰიგიენური მოთხოვნების დაც¬ვასთან დაკავშირებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვე¬ვაში, შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი);
- აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატა¬რებული გამოცდის შედეგების საფუძველზე გაცემული სურსა¬თის/ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოც¬დის ოქმი.
- სურსათის/ტარის გამოყენებისა და აკრძალვის სფეროს დახასიათება.
თუ საქართველოში არ არის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორია და განმცხადებლის მიერ ერთხელ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სხვა ქვეყნის საგამოცდო ლაბორატორიის მიერ გაცემული სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოცდის ოქმი და უცვლელია ტარის საწარმოებლად გამოყენებული ნედლეული და საწარმო პროცესი, განმცხადებელი ოქმის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში თავისუფლდება სურსათთან დაკავშირებული ტარის სხვა პარტიაზე გამოცდის ოქმის წარმოდგენისაგან.
მომსახურების გაწევისათვის საფასური შეადგენს - 50 ლარს
ნორმატიული დოკუმენტი:
საქართველოს მთავრობის დადგენილება N111, 2007 წლის 30 მაისი