ინფორმაციის განახლების თარიღი: 30 მაისი 2012

საბაჟო საწყობი და სპეციალური სავაჭრო კომპანია

როგორ მივიღოთ საბაჟო საწყობის ნებართვა?

საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის შენახვის მიზნით, შეგიძლიათ დააფუძნოთ საბაჟო საწყობი.
საბაჟო საწყობის ნებართვის მისაღებად განცხადება  შეგიძლიათ შეავსოთ შემოსავლების სამსახურის  ვებგვერდზე   ან მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს (მის: თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1) ან ნებისმიერ სერვისცენტრს. 

კანონმდებლობა: 
საქართველოს მთავრობის დადგენილება №9
 

როგორ მივიღოთ სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი?

თუ თქვენ გეგმავთ საქონლის რეექსპორტის, საბაჟო საწყობში საქონლის შესყიდვის ან/და მიწოდების ოპერაციებს, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით შეგიძლიათ, დააარსოთ საწარმო და მიიღოთ სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი
განცხადება შეგიძლიათ, შეავსოთ შემოსავლების სამსახურის  ვებგვერდზე ან განცხადებით მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს (მის: თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1) ან ნებისმიერ სერვისცენტრს 

კანონმდებლობა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი მუხლი 241
„საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N641 ბრძანება.