ინფორმაციის განახლების თარიღი: 17 დეკემბერი 2018

წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ზოგადი დეკლარირებისას წარედგინება:
1.1. სატრანსპორტო დოკუმენტი:

  • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები (CMR) ან TIR-წიგნაკი;
  • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
  • საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
  • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;

1.2. საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი, დედნის ან ასლის სახით
(გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ზოგადი დეკლარირების შემთხვევისა):

  •  საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან
  •  ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან
  •  სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.

1.3. საფოსტო გზავნილების დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში.
1.4. შესაბამისი ნებართვა ან/და სერტიფიკატი – თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას სერტიფიცირებას სხვა არასატარიფო ღონისძიებას.
1.5. წინასწარი შეტყობინება – ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში (გარდა ტრანზიტისათვის განკუთვნილისა).
1.6. იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა – მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების შემთხვევაში.
1.7. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი – პრეკურსორის შემთხვევაში.
1.8. საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.

1.9. წინასწარი შეტყობინება „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო შესვლის დოკუმენტის“ ფორმით – არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების შემთხვევაში, ხოლო აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების შემთხვევაში – აგრეთვე:

  •  ტვირთის წარმოშობის ან გამომგზავნი ქვეყნის კომპეტენტური უწყების მიერ შევსებული და დამოწმებული – ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის;
  •  ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლაბორატორიული კვლევის ოქმი.


1.10. ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას:

  •  სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი; და
  •  ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე – „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას. ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დაშვების მოწმობისათვის საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მონაცემებს.

1.11. ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე.

1.12. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

  •  საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის №06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები;
  •  საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა.


1.13. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია –
სამხედრო პროდუქციასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (თუ ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია) შემოტანისას, ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განთავისუფლების შემთხვევებში.

2. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარედგინება:

2.1. სატრანსპორტო დოკუმენტი (გარდა ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა):

  •  საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები (CMR) ან TIR-წიგნაკი;
  •  საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
  •  საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული;
  •  სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;

2.2. საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გაფორმების შემთხვევისა):

  •  ხელშეკრულება ან
  •  ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან
  •  სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.

2.3. საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №IV-04-ის შესაბამისად) – სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებულ საქონელზე ან როდესაც საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას.
2.4. საქონლის დათვალიერების აქტი/ექსპერტის დასკვნა – თუ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას და არ არსებობს საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარირდება სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონელი).
2.5. საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №IV-04-ის შესაბამისად) – ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ, საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.
2.6. შესაბამისი ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და სერტიფიკატი ან/და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 23-ე მუხლისა და დანართი №IV-02-ის მიხედვით.