სპეციალური სავაჭრო ზონა
ვის ენიჭება სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი?
სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობას, კერძოდ: საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის გაქირავებას. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი შესაძლებელია, მიენიჭოს საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინიციატივით. სსზ-ის სტატუსის მიღების მიზნით დაინტერესებული იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს.
რა ვალდებულებები წარმოეშვება სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე პირს?
სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:
სსზ-ის ტერიტორიაზე მოაწყოს სსზ-ის საწყობი, სადაც განხორციელდება შესული საქონლის აღრიცხვა რაოდენობისა და სახეობის მიხედვით, აგრეთვე ამ საქონლის მესაკუთრეთა იდენტიფიცირება;
განახორციელოს სსზ-ის ტერიტორიაზე თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება;
სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება განახორციელოს ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტების მეშვეობით და სხვა.
კანონმდებლობა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 26, 1331
„სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N493 დადგენილება.