ინფორმაციის განახლების თარიღი: 21 ივნისი 2013

სერტიფიკატები და ნებართვები


იმპორტის ნებართვების მიღება შესაძლებელია საბაჟო გამშვებ პუნქტში / გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ასევე საბაჟო დეპარტამენტში, როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული განცხადების საფუძველზე.

ნებართვის გაცემის პროცედურა

ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში / გაფორმების ეკონომიკურ ზონაში,, სადაც გსურთ ნებართვის მიღება.
ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე - www.rs.ge. აირჩიეთ ფანჯარა „განცხადებები“, ,,საბაჟო, გეზი’’, თქვენთვის სასურველი ნებართვის ტიპი (ფიტოსანიტარიული ან სხვა) და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები. ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები (მაგ: ვეტერინარული სერტიფიკატის ასლი, სანებართვო მოსაკრებლისა და მომსახურების ქვითრის ასლები და სხვა საჭირო დოკუმენტები).
სურვილის შემთხვევაში, ნებართვის მისაღებად შეგიძლიათ მიუთითოთ მონაცემები ნდობით აღჭურვილი პირის შესახებ.
ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება.
გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე www.rs.ge „ჩემი გვერდი“ და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 226 11 75; 226 12 53 (ქ. თბილისი, ვ.გორგასლის  ქ. №16)