ინფორმაციის განახლების თარიღი: 16 აგვისტო 2012

ბიზნესის დახურვა


სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ პირი წერილობით მიმართავს  საგადასახადო ორგანოს.

საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში:

  • ინდივიდუალური მეწარმე -  საქმიანობის შეწყვეტის განაცხადის წარმოდგენის შემდეგ საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან 30 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგენს საქმიანობის შეწყვეტის დეკლარაციას
  • თუკი გადამხდელი არ განაახლებს საქმიანობას შეწყვეტის წლიური დეკლარაციის წარმოდგენის შემდეგ, მას ყოველწლიურად დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ეკისრება
  • იურიდიული პირი -   პირი ვალდებულია ლიკვიდაციის  გადაწყვეტილების მიღება წერილობით დაუყოვნებლივ აცნობოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში ორგანიზაცია წარმოადგენს მიმდინარე წლის მოგებისა და ქონების წლიურ დეკლარაციებს.
  • მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში   ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას. 
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტისას, აღნიშნული სტატუსის გაუქმების მიზნით განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

მეწარმე იურიდიული პირის ლიკვიდაციას (საიდენტიფიკაციო კოდის გაუქმებას) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (www.napr.gov.ge    მის: საქართველო, ქ. თბილისი, 0102, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის N2);