ინფორმაციის განახლების თარიღი: 15 აგვისტო 2019

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის  გამცემი ადმინისტრაციული ორგანოებია:
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
ნებართვის გაცემის პროცედურა


ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) განცხადება განცხადება საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში/გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სადაც გსურთ ნებართვის მიღება.

ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე -www.rs.ge.
 აირჩიეთ ფანჯარა „განცხადებები“, „ახალი განცხადებები“, ,,სერტიფიკატი’’, თქვენთვის სასურველი ნებართვის ტიპი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა) და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები.

ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები 

  • სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის დედანი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე ან/და ექსპორტზე
  • ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი
  • სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება.
გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე www.rs.ge „ჩემი გვერდი“ და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 2 26 11 69 ქ. თბილისი, გორგასლის №16
 
ნებართვის ფორმა