გადამხდელის გვერდი
რას მოიცავს გადამხდელის ელექტრონული გვერდი და რის საშუალებას იძლევა მისი გამოყენება?
გადასახადის გადამხდელის ელექტრონული გვერდი გადამხდელს საშუალებას აძლევს საკუთარი ბიზნესი მართოს დისტანციურად სახლიდან ან/და ოფისიდან გაუსვლელად.
ელექტრონული გვერდის საშუალებით გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს:
- გააგზავნოს სხვადასხვა განცხადება მომსახურების მიღების მიზნით;
- ელექტრონულად მიიღოს და მართოს კორესპოდენცია, ასევე, თვალყური ადევნოს დარეგისტრირებული განცხადებების განხილვის პროცესებს, განათავსოს საკუთარი და მინდობილი პირების მონაცემები;
- წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები და გაანგარიშებები;
- ელექტრონულად გამოწეროს ანგარიშფაქტურები;
- ელექტრონულად გამოწეროს ზედნადებები;
- ყოველწუთიერად დაათვალიეროს საკუთარი პირადი აღრიცხვის ბარათი; ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი და აკონტროლოს თავისი საგადასახადო ვალდებულებები;
- ელექტრონულად აწარმოოს გადახდა;
- მიიღოს ინფორმაცია და შეტყობინებები სხვადასხვა საკითხის თაობაზე.
- განახორციელოს წინასწარი და არაწინასწარი საბაჟო დეკლარირება
ელექტრონულ გვერდზე რეგისტრაციის მიზნით ივსება სარეგისტრაციო ანკეტა, აქტივაცია შესაძლებელია როგორც საგადასახადო ორგანოში, ასევე, მომხმარებლის ვიდეო აქტივაციის ბმულის საშუალებით.