ინფორმაციის განახლების თარიღი: 26 მარტი 2012

გადასახადის სახეები


არსებობს საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი სახის გადასახადები.
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:
  • საშემოსავლო გადასახადი.
  • მოგების გადასახადი.
  • დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ).
  • აქციზი.
  • იმპორტის გადასახადი.

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები დაწესებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ადგილობრივი გადასახადებია:
  • ქონების გადასახადი


ადგილობრივი გადასახადის შემოღებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განაკვეთების ფარგლებში, რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.