იმპორტი
1. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ.
2. იმპორტისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, გამოიყენება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დეკლარანტს შეუძლია, ნებისმიერი სასაქონლო ოპერაცია ნებისმიერ დროს შეცვალოს იმპორტის ოპერაციით, თუ წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები.
4. საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
5. ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
6. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილის გავლით.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო გამშვებ პუნქტში შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ნიშანდებას და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ საბაჟო ტერმინალამდე ან საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე, სადაც განხორციელდება საქონლის დათვალიერება.
8. საქონლის დეკლარირება შესაძლებელია:
- საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით, დეკლარაციის ელექტრონული ან წერილობითი ფორმით წარდგენით;
- წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) ან საქონლის შემოტანის შემდეგ საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების სხვა ადგილზე.
9. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება:
- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით;
- გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენით;
- ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების იმპორტისას;
- საფოსტო გზავნილების დეკლარაციით – ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია).
10. იმპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენად ჩაითვლება:
- ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის სტანდარტიზაციის სააგენტოს მიერ „ეროვნულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით“ 2005 წელს მიღებული შეთანხმებით განსაზღვრული „ფორმა 302“-ის წარდგენა;
- ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური ჯგუფის სტანდარტული საოპერაციო პროცედურებით“ გათვალისწინებული „საზღვრის კვეთის ფორმების“ წარდგენა;
- საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირებისათვის, ან მასთან დაკავშირებული წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №I–01).
11. საქონლის გაფორმების ადგილებია:
- გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - თბილისი;
- გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - თბილისი 2;
- გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - ბათუმი;
- გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - ფოთი;
- გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) - აეროპორტი;
- თელავის გაფორმების განყოფილება;
- ახალციხის გაფორმების განყოფილება;
- ქუთაისის გაფორმების განყოფილება;
- რუსთავის გაფორმების განყოფილება;
- საბაჟო გამშვებ პუნქტები – საბაჟო გამშვებ პუნქტებში გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში;
- ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი – ფიზიკური პირის მიერ 1500 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის იმპორტის შემთხვევაში.
12. საბაჟო გამშვებ პუნქტში გაფორმებას ექვემდებარება:
- საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
- პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტებისა „სამთაწყარო“, „ახკერპი“ და „მტკვარი“) გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
- უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი;
- საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
- იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული 3 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის გადამუშავების შედეგად;
- იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში – ზეპირი დეკლარირებით;
- არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
- საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.
13. ვინ ავსებს საბაჟო დეკლარაციას?
13.1. საგადასახადო ორგანო, როდესაც:
- როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე;
- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე;
- როდესაც სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე.
13.2. დეკლარანტი, იმ შემთხვევაში თუ:
- დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
- გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE“-ში. 13.3. დეკლარანტის წარმომადგენელი, თუ:
- საბაჟო დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
- გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში;
13.4. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, თუ:
- საბაჟო დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
- დეკლარირებას ახორციელებს როგორც პირის წარმომადგენელი;
- სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ამავე საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე;
- გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში;
- წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საქონელი მოქცეულია საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ან საქონელი საბაჟო საწყობში განთავსებულია დროებით შენახვის განაცხადით.
13.5. საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას:
- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.
14. იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანისას, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად არეგისტრირებს და ამობეჭდავს დეკლარანტის განაცხადს, ხოლო დეკლარანტს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა შეუძლია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან (www.rs.ge), განაცხადზე დაფიქსირებული შტრიხ-კოდისა და უნიკალური ნომრის მეშვეობით.
15. საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებაში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილ სხვა საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
16. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები:
- ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
- ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას ან განკარგვას/განადგურებას. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.
დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:
- სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
- საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;
- მასობრივი არეულობა, გაფიცვა.
17. გადასახადები, რომლის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით საქონლის კლასიფიცირების გათვალისწინებით, საქონლის იმპორტისას, პირს შესაძლებელია წარმოეშვას შემდეგი გადასახადების გადახდის ვალდებულება:
ა) საბაჟო ღირებულებისა;
ბ) იმპორტისას გადასახდელი გადასახდელებისა, საქართველოში გადასახდელი დღგ-ის ჩაუთვლელად;
გ) საქონლის იმპორტის მიმართ დამხმარე ხასიათის მომსახურების ღირებულებისა, დღგ-ის გარეშე.
იხილეთ სასაქონლო კოდების საძიებო სისტემა ან საქართველო საგადასახადო კოდექსი