ამ გვერდის საშუალებით შესაძლებლობა გეძლევათ, მიიღოთ ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ:
გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია,
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება,
სასაქონლო-ზედნადების გამოწერა,
გადასახადის სახეების, განაკვეთების, გადახდის ვადები,
დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი.
გაერკვევით, თუ როგორ შეგიძლიათ:
ისარგებლოთ საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას გამარტივებული პროცედურებით,
მიიღოთ „ოქროს სიის“; იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსი,
მოიპოვოთ საბაჟო საწყობის ან სპეციალური სავაჭრო კომპანიის ნებართვა,
განახორციელოთ საქონლის კოდის ან წარმოშობის (ქვეყნის) განსაზღვრაზე წინასწარი გადაწყვეტილება,
გაიგოთ დოკუმენტების წარდგენის, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები,
გაიგოთ, თუ რომელ სასაქონლო ოპერაციებშია შესაძლებელი საქონლის გაფორმება,
გაეცნოთ მომსახურების სახეებს, რომელსაც გთავაზობთ გაფორმების ეკონომიკური ზონა,
გაეცნოთ, თუ როგორ აფორმებს იმპორტიორი ASYCUDA-ში შევსებულ დეკლარაციას,
განახორციელოთ საქონლის წინასწარი დეკლარირება,
გაიგოთ, თუ როგორ ხორციელდება „დისტანციური“ დეკლარირება ელექტრონული ხელმოწერით,
გააფორმოთ საქონელი და სად არის ეს შესაძლებელი,
დაადგინოთ არსებული ტარიფები, იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების ტარიფების გადახდის ვადები,
მიიღოთ საინტერესო სხვადასხვა ინფორმაცია,
გაეცნოთ შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებულ სერვისებს, რომელთა საშუალებითაც სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად სწრაფად, მარტივად და კომფორტულად ისარგებლოთ მათი მომსახურებით.