ინფორმაციის განახლების თარიღი: 21 ივნისი 2013

    არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

     

    არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
    • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
    ნებართვისგაცემის პროცედურა

    ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) განცხადება საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში/გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სადაც გსურთ ნებართვის მიღება.

    ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე - www.rs.ge.
    აირჩიეთ ფანჯარა „განცხადებები“, „ახალი განცხადებები“, ,,სერტიფიკატი’’, თქვენთვის სასურველი ნებართვის ტიპი (არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა) და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები.

    ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

    ა) არაიოდიზებული მარილის საქართველოში შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ოფიციალური წერილი და ა.შ.); 
    ბ) საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები; 
    გ) არაიოდიზებული მარილის შემდგომში არასაკვები მიზნით გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება), თუ არაიოდიზებული მარილის 

     

    ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება.
    გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე www.rs.ge „ჩემი გვერდი“ და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.
    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 2 26 11 69; ქ. თბილისი, გორგასლის №16

     
    ნებართვის ფორმა