ინფორმაციის განახლების თარიღი: 24 იანვარი 2014

ფიქსირებული  გადასახადი (თონე, სილამაზის სალონი, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი)


ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას, კერძოდ აქვს თონე, სილამაზის სალონი ან ახორციელებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს,
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქმიანობის ის სახე, რომელზეც გავრცელდება ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი.
პირს უფლება აქვს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართოს საანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს.
ფიქსირებული გადასახადის   გადამხდელი თავისუფლდება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან. 


 კანონმდებლობა :
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების  შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის
N999 ბრძანება (დანართი N4)  
"სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის
N415  დადგენილება.

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში

დასაბეგრი საქმიანობის სახე

დაბეგვრის ობიექტი

საანგარიშო პერიოდი

გადასახადის განაკვეთი

1

თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება

თონე

კალენდარული თვე

50 ლარი (ერთ თონეზე)

2

თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის,
ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურება

სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა/სავარძელი)

კალენდარული თვე

ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა/სავარძელი) – 50 ლარი

3

მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურება

სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა)

კალენდარული თვე

ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) – 30 ლარი

4

 

სოლარიუმის მომსახურება

სამუშაო ადგილი (სოლარიუმის კაბინა)

კალენდარული თვე

ერთ სამუშაო ადგილზე (სოლარიუმის კაბინა) – 70 ლარი

5

 

 

 

 

ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა)

მომსახურების გასაწევად გამოყენებული სამუშაო ადგილი

კალენდარული თვე

1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი;
იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისათვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი – ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე – 100 ლარი

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მიღების შემთხვევაში:
  • პირი საქმიანობის ამ ნაწილში გათავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან;
  • გათავისუფლდება შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის - ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან;
  • გათავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან;
  • თუ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გადააჭარბებს 100 000 ლარს, პირს არ დაგეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება; თუ პირი წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ზამთარში, ზაფხულში ან სხვა სეზონზე) შეაჩერებს საქმიანობას, უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს. საქმიანობის შეჩერების პერიოდში არ დაგეკისრებათ ფიქსირებული გადასახადის გადახდის ვალდებულება.
რა შეზღუდვები გააჩნია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს?
  • თუ პირი არის დღგ-ის გადამხდელი, ვერ მიიღებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსს;
  • სხვა პირი ვერ ჩაითვლის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯს, შესაბამისად, ვერ გამოიყენებს მის მიერ გამოწერილ ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.