ინტელექტუალური საკუთრება
ინტელექტუალურ საკუთრებას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სპეციალური სამართლებრივი ნორმები და მექანიზმები, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს შესაბამის ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში, საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციებში.
საქართველო უკვე დიდი ხანია არის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი. საქართველოს კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში შეესაბამება და ჰარმონიზებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და ევროკავშირის ნორმატიულ აქტებთან.
საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო უფლების მფლობელს, სელექციონერს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.
ინტელექტუალური საკუთრების მზარდი მნიშვნელობა თანამედროვე კომერციულ საქმიანობაში განაპირობა გაძლიერებულმა კონკურენციამ. სასაქონლო ნიშნების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან საქონლის მწარმოებელი, საქონლის ხარისხი და ფასი. სასაქონლო ნიშანი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი რეკლამა საქონლის მიწოდებისას და მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის კონტაქტის დამყარების საშუალება.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ერთ-ერთ ძირითად ასპექტს და შემოსავლების სამსახურს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ უფლებების დაცვაში.
შემოსავლების სამხახურის საბაჟო დეპარტამენტი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას ახორციელებს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. სამსახური ახორციელებს უფლების მფლობელის უფლებების დაცვას ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც შეტანილია სამსახურის რეესტრში (იხ. რეესტრი). ამასთან, სამსახური უფლებამოსილია დაიცვას უფლების მფლობელის უფლებები ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტებზეც, რომელიც დაცულია საქართველოში და არ არის შეტანილი რეესტრში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს. ტელ: (+995)32 2261169.
საქართველოს კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
საქონლისა და მომსახურეობის საერთაშორისო კლასიფიკაცია
|