ინფორმაციის განახლების თარიღი: 06 თებერვალი 2019

ფიზიკური პირი

საქართველოს მოქალაქე:
საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს პასპორტით ან საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა ან პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით, ხოლო სავიზო რეჟიმის შემთხვევაში დამატებით უნდა იქონიოს დანიშნულების ქვეყნის ვიზა
 

  • 16 წლამდე ბავშვი, აგრეთვე ქმედუუნარო პირი, საქართველოდან დროებით გადის საქართველოს პასპორტით და კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით (კანონიერი წარმომადგენლობა დადასტურებული უნდა იყოს დაბადების მოწმობის ან მისი შემცვლელი დოკუმენტის საფუძველზე) ან მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით
  • 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებით გადის საქართველოს პასპორტით და მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელის ნოტარიულად დამოწმებული ნებართვით - ქვეყნიდან გასვლის შესახებ.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქე:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქე არასრულწლოვანი (შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით) პირები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ პასპორტის ან დაბადების მოწმობისა და მათი თანმხლები პირების საბუთებში ჩაწერის (ფოტო სურათით) საფუძველზე
  • უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც მიემგზავრება საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სახელმწიფოს საზღვარი უნდა გადაკვეთოს იმ საბუთებით, რომლებითაც შემოვიდა საქართველოში
  • უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირებისას უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის გაცემაზე, ექვემდებარება უკან დაბრუნებას

ვიზები:
საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:    


უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საქართველოში შემოსვლამდე კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, უნდა აიღოს იმ კატეგორიის ვიზა, რომელიც შეესაბამება მისი საქართველოში მგზავრობის მიზანს. 
საქართველოში შემოსასვლელად, ვიზის საჭიროების, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის ვადების შესახებ ინფორმაციის დადგენა, შესაძლებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.geoconsul.gov.ge )
!!! უცხო ქვეყნის მოქალაქის ყოფნა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 180 ლარის ოდენობით
უცხო ქვეყნის მოქალაქის ყოფნა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 3 თვეზე მეტ ხანს გამოიწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით
თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა მანამ, სანამ იგი არ აანაზღაურებს აღნიშნულ დავალიანებას
დაჯარიმებას არ ექვემდებარებიან თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირები