ინფორმაციის განახლების თარიღი: 30 იანვარი 2019

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება

  „ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეული), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება ყოველგვარი რადიაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, რეექსპორტი და იმპორტი ნებისმიერი მიზნით, რაც შეეხება რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის დასაშვებია მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ძირითადი მარეგურილებელი ნორმატიული აქტები:

  •  საქართველოს კანონი - „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
  •  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის N 239 ბრძანება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის და ნებართვების ფორმების დამტკიცების შესახებ“
  •  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბერის N397 დადგენილება ,, საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ