ინფორმაციის განახლების თარიღი: 28 თებერვალი 2019

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვების მიღება


ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვების მიღება შესაძლებელია საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში/გაფორმების ეკონომიკურ ზონაში,  როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული განცხადების საფუძველზე.
 

ნებართვის გაცემის პროცედურა

ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული  www.rs.ge   განცხადება საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში/გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სადაც გსურთ ნებართვის მიღება.
ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე   www.rs.ge.
 აირჩიეთ ფანჯარა „განცხადებები“, „ახალი განცხადებები“, ,,სერტიფიკატი’’, თქვენთვის სასურველი ნებართვის ტიპი (ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვები) და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები. ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები.
ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება.
გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე  www.rs.ge   „ჩემი გვერდი“ და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:  2 26 11 74 ქ. თბილისი, გორგასლის №16



 
ნებართვის ფორმა
  საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა
  საქართველოს მთავრობის დადგენილება № 394 2014 წლის 13 ივნისი ქ.თბილისი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ