ინფორმაციის განახლების თარიღი: 05 იანვარი 2015

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

 


ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის მაძიებლმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  • განცხადება (რომელიც უნდა შეიცავდეს ექსპორტიორი ქვეყნისა და შემოსატანი ტვირთის დასახელებას, რაოდენობას, მოძრაობის მარშრუტს, მისი მიღების ადგილს, ხოლო ეტაპობრივად შემოტანის შემთხვევაში – თითოეული პარტიის რაოდენობასა და შემოტანის ვადას)
  • მომსახურების გადასახადის ქვითარი
    1 სამუშაო დღე-25 ლარი
    5 სამუშაო დღე-20 ლარი
    10 სამუშაო დღე- 10ლარი
    20 სამუშაო დღე- უფასო
     
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ნუსხა, რომლთა იმპორტის დროს მოითხოვება ნებართვა
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვების მიღება შესაძლებელია ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტში ასევე საბაჟო დეპარტამენტში, როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული განცხადების საფუძველზე.
ნებართვის გაცემის პროცედურა
ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) (https://eservices.rs.ge/App_new.aspx?p=426) განცხადება საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში სადაც გსურთ ნებართვის მიღება. ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე - www.rs.ge აირჩიეთ ფანჯარა „განცხადება“, „საბაჟო, გეზი“, თქვენთვის სასურველი ნებართვის ტიპი (ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა) და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები. ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები - მომსახურების გადასახადის ქვითრის ასლი და სხვა დოკუმენტები (არსებობისას).

ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე www.rs.ge „ჩემი გვერდი“ და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს ექვსი თვის ვადით. მომსახურების გაწევის საფასურის გადახდა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად, პლასტიკური ბარათით.
ანგარიშის რეკვიზიტები:
  სსიპ "შემოსავლების სამსახური"-ს მიმღები ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE22
სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ანგარიში/სახაზინო კოდი - 707017021


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 226 11 86 (ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16). ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტი:
საქართველოს მთავრობის დადგენილება №426 2010 წლის 31 დეკემბერი



იხილეთ ნუსხა