ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისათვის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება
- ვეტერინარული სერტიფიკატი
- მომსახურების გადასახადის ქვითრი (1 სამუშაო დღე - 50 ლარი; 5 სამუშაო დღე - 40 ლარი; 10 სამუშაო დღე - 20 ლარი; 20 სამუშაო დღე - უფასო)
- ხოლო ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების იმპორტისას დამატებით უნდა წარმოადგინოს სარეგისტრაციო მოწმობა.
- მომსახურების გადასახადის ქვითარი
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცის ნუსხა, რომლთა იმპორტის დროს მოითხოვება ნებართვა
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვების მიღება შესაძლებელია საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში/გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული განცხადების საფუძველზე.
ნებართვის გაცემის პროცედურა
ნებართვის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) განცხადება საბაჟო დეპარტამენტში ან იმ საბაჟო გამშვებ პუნქტში, სადაც გსურთ ნებართვის მიღება. ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე -www.rs.ge აირჩიეთ ფანჯარა „განცხადება“, ,,საბაჟო, გეზი’’, თქვენთვის სასურველი ნებართვის ტიპი( ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა) და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები. ელექტრონულად ატვირთეთ ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები - მომსახურების გადასახადის ქვითრის ასლი, ვეტერინარული სერტიფიკატი, ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების იმპორტისას - სარეგისტრაციო მოწმობა და სხვა დოკუმენტები (არსებობისას). ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე www.rs.ge „ჩემი გვერდი“ და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე ნებართვა გაიცემა 1 თვის ვადით.
ანგარიშის რეკვიზიტები:
სსიპ "შემოსავლების სამსახური"-ს მიმღები ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE22
სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ანგარიში/სახაზინო კოდი 707017021
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 226 11 75. (ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16). ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტი: