ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

საბაჟო

რა გადასახდელებს იხდის პირი საქონლის იმპორტისას?

საქონლის კლასიფიცირების გათვალისწინებით, საქონლის იმპორტისას პირს შესაძლებელია წარმოეშვას შემდეგი გადასახდელების გადახდის ვალდებულება:

• იმპორტის გადასახადის;

• აქციზის (აქციზურ საქონელზე);

• დღგ-ის.

 
დასვით კითხვა

რომელი დოკუმენტების წარდგენაა საჭირო საზღვარზე?

  • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR- წიგნაკი
  • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი
  • საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები
  • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები
  • საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება
    ანგარიშფაქტურა (ინვოისი) და სხვა ანგარიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

შენიშვნა:
ზემოაღნიშნული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას:

  • საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში - საფოსტო გზავნილების ნუსხა 
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ლიცენზია /ნებართვა /სერტიფიკატი. 

 

დასვით კითხვა

შესაძლებელია თუ არა პორტალში საქონლის გაფორმება?

საბაჟო გამშვებ პუნქტში გაფორმებას ექვემდებარება: 

• საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

• პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტებისა „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „გარდაბანი და მტკვარი“) გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში; 

• საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);

• პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით;

• ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;

• გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;

• იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად; 

• იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან ზეპირი დეკლარირებით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში); 

არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

• საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი. 

 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის სამშენებლო ზონის“ ან „კარწახის“ გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი  სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი. 

 
დასვით კითხვა

რა ვადაში ხდება იმპორტის გადასახადელების გადახდა?

ა) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, გარდა  „ბ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (#290 ბრძანების დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა);

გ) პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დასრულებიდან (დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭების თარიღიდან) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის (ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა) პერიოდული დეკლარაციით გაფორმებისას;

დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა:

დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე;

დ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქონელთა ჯგუფზე);

ე) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა − წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (#290 ბრძანების დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა);

ვ) საქონლის გაშვებამდე − #290 ბრძანების დანართი №XII-01-ით გათვალისწინებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.

 
დასვით კითხვა

რამდენი ხნით შეიძლება აღმოჩნდეს საქონელი დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში?

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემოსავლების სამსახური ადგენს განსაკუთრებულ ვადას.
 

დასვით კითხვა

როგორ იბეგრება საქონლის დროებითი შემოტანა?

• საქონლის დროებითი შემოტანისას:

   ♦ დღგ-ს განაკვეთი შეადგენს  - საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე დროებითი შემოტანის თანხის - 0.54 პროცენტს (არაუმეტეს დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა)

  ♦ იმპორტის გადასახადი შეადგენს - საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განთავსების ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იმპორტის გადასახადის თანხის - 3 პროცენტს

  ♦  დარიცხული დღგ-ის და იმპორტის თანხა გადახდილი უნდა იყოს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა

 ♦ ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს

    ♦ დეკლარანტს უფლება აქვს, გადასახდელი მთლიანი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.

• საქონლის დროებითი შემოტანისას გადახდილი გადასახადების თანხის ჯამი  არ უნდა აღემატებოდეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას გადასახადი გადასახადების ოდენობას

• დროებით შემოტანილი (იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული) საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა. სხვაობა  -  გადახდილ მთლიან თანხასა და (საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ/არასრულ კალენდარულ თვეზე) კუთვნილი იმპორტის გადასახადებს შორის.

 
დასვით კითხვა

შესაძლებელია თუ არა დროებით შემოტანილი საქონლის ნაწილ-ნაწილ გატანა?

დროებით შემოტანილი საქონლის გატანა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით.
 

დასვით კითხვა

ვის ენიჭება ,,ოქროს სიის” მონაწილის სტატუსი?


 

შემოსავლების სამსახური პირს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს ანიჭებს თუ:

•  პირმა წარადგინა  - ერთი წლის განმავლობაში იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულება - არანაკლებ 5,0 მლნ ლარი და გადახდილი იმპორტის გადასახადის ოდენობა – არანაკლებ 900 000 ლარი, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით  არანაკლებ 100 სასაქონლო დეკლარაცია

ამასთან, აუცილებელი პირობაა შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:

• საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 1 კალენდარული წელი აღნიშნული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან);

•  დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

განსაკუთრებულ შემთხვევებში „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია, მიენიჭოს ზემოაღნიშნულ პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი  წერილობით აღნიშნავს ვალდებულებას, რომ აწარმოებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში. ამასთან, არანაკლებ 3,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს განახორციელებს პირველი 6 კალენდარული თვის განმავლობაში.

 
დასვით კითხვა

რას გულისხმობს ,,ოქროს სიის“ მონაწილეთათვის გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურები?

• „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონელი ან წინასწარ დეკლარირებული საქონელი (მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში) შესაძლებელია, პირდაპირ გადაადგილდეს იმპორტიორის საწყობში

• თავისუფალ მიმოქცევში გაშვებულ საქონელზე იმპორტის გადასახადი გადაიხდება საქონლის გაშვებიდან 30 კალენდარულ დღეში

• გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად,  ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.

შენიშვნა: გამარტივებული პროცედურები არ გამოიყენება შემდეგი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში:

• შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება)

• ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება; ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან, ან შეიცავს მათ შემადგენელ ნაწილს; აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);

• „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები

• იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება)

•სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები

• მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი

• „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი;იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით

• ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს „ოქროს სიის“ მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი „ოქროს სიის“ მონაწილეა), იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით

 
დასვით კითხვა

რა შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლდეს პირი იმპორტის გადასახადისაგან წარმოშობის სერტიფიკატის წარმოდგენისას?

,,დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს N 152 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ძალაშია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესი”, რის შესაბამისად გაცემული ,,საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT – 1” არის საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ,,თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ” 1994 წლის 15 აპრილის შეთანხმებითა და ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1999 წლის 2 აპრილის ოქმით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნით.

 აგრეთვე, ,,EURO-1”-ის ფორმის სერტიფიკატის საფუძველზე, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების პირობები განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დადებული, 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების მიხედვით.

 
დასვით კითხვა

რა შემთხვევაში თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი საქონელი იმპორტის გადასახადისაგან?

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი შემდეგი სახის პროდუქცია:                                     

• კალენდარულ დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი, მათ შორის ფოსტით შემოტანისას, (კვების პროდუქტები უნდა შედიოდნენ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებში და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციებში, და არ უნდა იყოს გამიზნული ეკონომიკური საქმიანობისათვის)

• 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი (საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე – 97-ე ჯგუფებში და არ უნდა იყოს განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)

• საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი (საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე – 97-ე ჯგუფებში და არ უნდა იყოს განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)

• უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე – 97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი

•  საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის. 

•  საფოსტო გზავნილის შემთხვევაში  300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი (საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე – 97-ე ჯგუფებში და არ უნდა იყოს განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)

ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახადისაგან

შენიშვნა:  გადასახადისაგან აგრეთვე გათავისუფლებულია საჰაერო ტრანსპორტით (მათ შორის ფოსტით) შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

 
დასვით კითხვა

შესაძლებელია თუ არა საწყობში დროებით შენახული საქონლის გაყიდვა?

საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების გარდა) საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება დეკლარაციაში, რომელიც ცხადდება ძალადაკარგულად, ხოლო ახალი მესაკუთრის მიერ წარედგინება ახალი დეკლარაცია.

დასვით კითხვა

როგორ ხდება საქონლის ექსპორტში დეკლარირება?

დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ან:

• პორტალში სასაქონლო ზედნადების წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის, ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა); აგრეთვე, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას, ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას, შესაბამისი დოკუმენტები პორტალს უნდა წარედგინოს სასაქონლო ზედნადებთან ერთად. ხოლო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ,  არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე აგრეთვე წარედგინება შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;

• საბაჟო გამშვებ პუნქტში წერილობითი (გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით) ან ზეპირი დეკლარირებით – ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისა), ან საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანის შემთხვევაში;

• სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების ექსპორტისას.

 

 

დასვით კითხვა

იბეგრება თუ არა საქონლის ექსპორტი?

ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია თავისუფლდება გადასახადისაგან.
შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება შემდეგი მოცულობით:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 160 ლარის ოდენობით
ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით
გ) ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 50 ლარის ოდენობით.
 

დასვით კითხვა

ვინ ავსებს სასაქონლო დეკლარაციას?

  დეკლარანტი, თუ:
ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”-ში.


 

 მისი წარმომადგენელი, თუ:
ა) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება ASYCUDA-ში.


 საგადასახადო ორგანო:
ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების დეპარტამენტს ან თავისუფალი ზონის პორტალს დეკლარაციის შევსების თაობაზე;
ბ)  საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.
 

დასვით კითხვა

შეიძლება თუ არა საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გაგრძელება და რა პროცედურებია ამისათვის საჭირო?

• დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე (3 წლის ფარგლებში).
• საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა მოხდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.

დასვით კითხვა

დასაშვებია თუ არა დროებით შემოტანილი საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში?

• საგადასახადო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით დასაშვებია დროებითი შემოტანილი საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში
• გადაცემა სრულდება საქონლის ახალი მფლობელის მიერ სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, რომელსაც თან ერთვის საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა
• ასეთ შემთხვევაში დროებითი შემოტანის ვადაგანისაზღვრება ზღვრული ვადის (3 წელი) ფარგლებში, რომელსაც აკლდება საქონლის დროებით შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ყოფნის დრო.

დასვით კითხვა

ვალუტის შემოტანა თუ ექვემდებარება დეკლარირებას?

    ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას.

დასვით კითხვა

შინაური ცხოველის შემოყვანისას რა დოკუმენტებია წარსადგენი?

   მგზავრის მიერ არა უმეტეს 5 ერთეული შინაური ცხო¬ვე¬ლის შემოყვანა, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ეკო¬ნო¬მიკური საქმიანობისთვის, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთ¬¬ხოვნებს: 

    - განხორციელებული უნდა იყოს კონკრეტული სახეობის ში¬¬ნაური ცხო¬ვე¬ლის შესაბამისი პრევენციული ვაქცინაცია ან დაავადების წი¬ნა¬აღმდეგ მკურნალობა;
    - თან უნდა ახლდეს შინაური ცხოველის პასპორტი ან ამ პუნქტის ,,ა’’ ქვე¬პუნქტით გათვალისწინებული მკურნალობის და¬მა¬¬¬¬დას¬ტურებელი დოკუმენტი.
 
დასვით კითხვა

Close