ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

მგზავრები (COVID-19)

რა სანიტარულ-საკარანტინე ღონისძიებები ხორციელდება საზღვრის მკვეთი პირების მიმართ?

საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით (საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო) საქართველოში შემოსული პირები ექვემდებარებიან ეპიდემიოლოგიურ შემოწმებას (თერმოსკრინინგი, დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრება)  და შემდეგ სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის პროცედურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

დასვით კითხვა

მაქვს თუ არა უფლება შემოვიდე საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები?

2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს (მიუხედავად იმისა წარმოადგენენ თუ არა ისინი საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს). ოჯახის წევრად განიხილებიან პირის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით.

დასვით კითხვა

საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შემდეგ აუცილებლად კარანტინში მოხდება მგზავრის გადაყვანა თუ შესაძლებელია თვითიზოლაციის მოთხოვნა?

ჯანდაცვის სამინისტრომ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინე ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსების შესაძლებლობა ეძლევათ.
მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ. შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ მისამართზე covisolation@moh.gov.ge , რის შემდეგაც უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას.

იხ. ბმული https://www.moh.gov.ge/ka/announcements/219/saqarTveloSi-Camomsvlel-pirebs-TviTizolaciis-winaswari-moTxovnis-SesaZlebloba-aqvT

დასვით კითხვა

რა სახის აკრძალვები არსებობს საჰაერო მიმოსვლის კუთხით?

საერთაშორისო რეგულარული რეისები 2020 წლის 21 მარტიდან დროებით შეწყვეტილია.აკრძალვა არ ვრცელდება არარეგულარული (ჩარტერული) ფრენებზე.( რომელთა განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით)

დასვით კითხვა

რა სახის აკრძალვები არსებობს სახმელეთო მიმოსვლის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე?

განსაზღვრულია ის სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტები შესაბამისი საგანგებო სამუშაო საათებით, სადაც ხორციელდება საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქე მგზავრებისთვის/ფიზიკური პირებისთვის. იხ ბმული https://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=6527&lang=1

დასვით კითხვა

რა სახის აკრძალვები არსებობს სარკინიგზო მიმოსვლის კუთხით?

სარკინიგზო საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით მგზავრთა/ფიზიკური პირების გადაადგილება ამ ეტაპზე  აკრძალულია

იხ ბმული https://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=6533&lang=1

 

დასვით კითხვა

რა სახის აკრძალვები არსებობს საზღვაო გზით შემოსვლის მიმოსვლის კუთხით?

 

საქართველოს მოქალაქემგზავრთა/ფიზიკური პირებისგადაადგილება საზღვაო გამშვები პუნქტების გავლით ამ ეტაპზე აკრძალულია.

იხ ბმული https://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=6531&lang=1

 

დასვით კითხვა

Close