ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია:
ა) პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას;
ბ) პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდიდან მერქნული რესურსებით სარგებლობას;
გ) სპეციალური ჭრების შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით მოსარგებლე.
დ) პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებას).
(ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ~ საქ. კანონის მუხლი 3)
დასვით კითხვა
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას წარუდგენეს საგადასახადო ორგანოს და იხდის კუთვნილ მოსაკრებელს:
ა) სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსებით სარგებლობისათვის – შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე;
ბ) ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა;
გ) სპეციალური ჭრის შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული მერქნული რესურსის შემძენისთვის გადაცემამდე;
დ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
შენიშვნა: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეჟიმი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებზედაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. თუ აღნიშნულ პირებს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების განხორციელებისას წარმოეშვათ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მიზნებისათვის მოპოვების აუცილებლობა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
ე) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსებით სარგებლობისათვის – არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა, თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით.
ვ) ცხოველთა სამყაროს ობიექტით სარგებლობისათვის − ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის მიღების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვებისა (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისა).
ვ) სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის – არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
თ) „დ“ და „ე“ პუნქტებში მოცემული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ მის მიერ გაანგარიშება წარდგენილია და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იცვლება ლიცენზიით განსაზღვრული მოსაკრებლის ობიექტის ოდენობა.
(ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ~ საქ. კანონის მუხლი 6)
დასვით კითხვა
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
(ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ~ საქ. კანონის მუხლი 6)
მაგ. პირმა აიღო სასარგებლო წიაღისეულით მოპოვების ლიცენზია, რომლის მიხედვითაც პირის მიერ ლიცენზიით სარგებლობის ვადები განისაზღვრა 2012 წლის 5 თებერვლიდან 2017 წლის 5 აპრილამდე (5 წლის ვადით), მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური მაქსიმალური ოდენობა ლიცენზიით განისაზღვრა 60 000 მ3. ხოლო ლიცენზიის გამცემის მიერ დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმით ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობა შეადგენს 12 000 მ3.
მოცემულ შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელის მოსაკრებლის გაანგარიშებას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს 2012 წლის 15 სექტემრამდე, ხოლო გადასახდელი მოსაკრებლის თანხა გაანგარიშება 6 000 მ3 (12 000 მ3/2). მოცულობის შესაბამის განაკვეთზე გამრავლებით.
დასვით კითხვა
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების განაკვეთები დიფერენცირებულია სასარგებლო წიაღისეულის, წყლის, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების მიხედვით. (`ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ~ საქ. კანონის მუხლი 5)
დასვით კითხვა
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოს და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს.
(`ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ~ საქ. კანონის მუხლი 9)
დასვით კითხვა
მოპოვებული ლიცენზია არ ათავისუფლებს გადამხდელს მიწაზე ქონების გადასახადის გადახდისაგან (გადასახადი გადაიხდება სსკ–ის 204-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად).
დასვით კითხვა
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა);
ბ) ტყის ფონდის მერქნული რესურსების მოცულობა (რაოდენობა);
გ) მცენარეთა არამერქნული რესურსების (მათ შორის, სოჭის გირჩების) მოცულობა (რაოდენობა);
დ) წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა);
ე) ცხოველთა სამყაროს რესურსების მოცულობა (რაოდენობა).
დასვით კითხვა
გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლით დადგენილი ამორტიზაციის ნორმის მიხედვით, 20 პროცენტის ოდენობით, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის მიხედვით და აღირიცხება ცალკე ჯგუფად.
დასვით კითხვა