ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

ლარით ფასდადება New

როდიდან შედის და რა არის ფასის ლარით სავალდებულო გამოსახვა

2017 წლის, 1 ივლისიდან მომსახურების გაწევის ან პროდუქციის რეკლამირებისას, ფასის გამოხატვა ლარში სავალდებულო ხდება. ეს ეხება როგორც ნებისმიერი ფორმის რეკლამას, ისევე — კომპანიისთვის გაგზავნილ შეთავაზებას და მსგავს საკომუნიკაციო აქტივობებს.

დასვით კითხვა

ვისი ინიციატივით ხდება სავალდებულო

ეს წესი ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. ცვლილებები მომზადდა რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებისთვის, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის. ეს ყველაფერი ძალაში პირველ ივლისს შედის.ცვლილებების მიზანი, რეკლამირებისას მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ქვეყანაში ლარიზაციის მაჩვენებლის გაზრდაა, რაც, ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.

დასვით კითხვა

ვის შეეხება ცვლილებები

გათვალისწინებული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ მეწარმე სუბიექტებზე — კანონმდებლობით განისაზღვრება როგორც იურიდიული (შპს; სააქციო საზოგადოება და სხვა) ასევე, ფიზიკური პირები (ინდმეწარმეები) 

დასვით კითხვა

აღნიშნული ცვლილებები როგორ აისახება ხელშეკრულებზე

ხელშეკრულების გაფორმებისას, მომსახურების საფასურის დოლარით ან სხვა უცხოური ვალუტით ინდექსირება აკრძალული არ არის და კვლავ დასაშვებია. ეს ცვლილებები ხელშეკრულების პირობებზე არ ვრცელდება.მაგალითად, შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულება, სადაც თანხად მითითებული იქნება “100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში” და ამით, კანონს არ დაარღვევთ.

დასვით კითხვა

რამდენად ვრცელდება აღნიშნული წელი B2B საქმიანობებსზე

დიახ, არ აქვს მნიშვნელობა, რეკლამის ან შეთავაზების სამიზნე ვინ არის — ფიზიკური თუ იურიდიული პირი. მაგალითად, თუ თქვენი კომპანია მოამზადებს ნებისმიერი ფორმის შეთავაზებას სხვა კომპანიისთვის, მიუხედავად იმისა, საჯაროდ ავრცელებთ ამ შეთავაზებას, თუ მხოლოდ პოტენციური კლიენტის თანამშრომელს უგზავნით პირადად — ფასი ლარით უნდა ფიქსირდებოდეს.

დასვით კითხვა

იკრძალება თ არა დოლარის ხსენებს ზეპირ ურთიერთობაში

თუ გაყიდვების აგენტი პირადად ან ტელეფონით მომხმარებელს სთავაზობს შეთავაზებას, მას შეუძლია ფასის ხსენება სხვა ვალუტაში. იგივე ეხება პრომო-პერსონალს მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა შემთხვევებში

დასვით კითხვა

რა ხდება თუ კლიენტი უცხოეური კომპანიაა

უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობისას, უცხოური ვალუტების (დოლარი, ევრო, ა.შ.) გამოყენება დასაშვებია. ოღონდ, ასეთ დროს, სარეკლამო შეტყობინება არ უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. მაგალითად, თუ უგზავნით შეთავაზებას უცხოელ კლიენტს, შეგიძლიათ ფასი განსაზღვროთ დოლარში. ასევე, თუ უშვებთ რეკლამას ინტერნეტით, დამიზნებულს უცხოურ აუდიტორიაზე (რომელიც ჩანს მხოლოდ უცხოეთიდან), შეგიძლიათ დოლარის გამოყენება. მაგრამ, თუ აპირებთ შეთავაზების მომზადებას უცხოური კომპანიის საქართველოში არსებული ფილიალისთვის, ფასი აუცილებლად ლარში უნდა იყოს დაფიქსირებული.

დასვით კითხვა

რეკლამაში ან შეთავაზებაში მხოლოდ ლარით გამოხატვაა აუცილებელი, თუ, პარალელურად, სხვა ვალუტის ხსენებაც შეიძლება

არა, შეთავაზებისას ლარის სავალდებულოდ გახდომასთან ერთად, სხვა ვალუტის გამოყენება აკრძალული ხდება. ანუ, ლარში ნაჩვენებ ფასთან ერთად, მის დოლარის ან სხვა ვალუტის ეკვივალენტს, ვერ გამოსახავთ.

დასვით კითხვა

რა შემთხვევაში მოხდება მეწარმე სუბიექტის დაჯარიმება

ჯარიმა დაეკისრება მეწარმე სუბიექტს  (როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი - ინდმეწარმე) თუკი მოხდება კანონმდებლობით მოთხოვნილი ნორმების დარღვევა.  გაითვალისწინეთ, რომ ეს სანქცია დაეკისრება არა რეკლამის გამშვებს (მაგალითად, ტელევიზიას), არამედ — რეკლამის განთავსების დამკვეთს. შესაბამისად, მედია-საშუალება, ვებსაიტი ან, თუნდაც, აბრის დამამზადებელი კომპანია, არ იქნება ვალდებული, აკონტროლოს, რამდენად კანონთან შესაბამისობაში იქცევა მისი დამკვეთი.

დასვით კითხვა

რამდენია ჯარიმა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად:, „მუხლი 1537. ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა

1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა − გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას.

2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“

დასვით კითხვა

ვინაა პასუხისმგებელი კანონის აღსრულებაზე

აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსვლების სამსახურის მიერ.

დასვით კითხვა

რა გამონაკლისებია დაშვებული აღნიშნული კანონმდებლობით

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ამ რეგულაციაში გათვალისწინებულია ბევრი გამონაკლისი. მათ შორისაა:

  • ავიაბილეთები, სასტუმრო ან ტურისტული მომსახურება (თუ კომუნიკაცია უცხოურ ენაზე ხდება);
  • აზარტული თამაშები;
  • ტვირთების გადაზიდვა;
  • როუმინგული და დაზღვევის მომსახურება უცხოეთში;
  • მომსახურების გაწევა ან საქონლის მიწოდება არარეზიდენტისთვის ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გამონაკლისების სრული სია იხილეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში

დასვით კითხვა

როგორია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გასაჩივრების პროცედურა

გასაჩივრების წესი განისაზღვრება ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.  www.matsne.gov.ge

 

დასვით კითხვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 მუხლის შესაბამისად ჩაითვლება თუ არა სამართალდარღვევად და შედგება თუ არა სამართალდარღვევათა ოქმი შემდეგ შემთხვევაში: მყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულება დადებულია უცხოურ ვალუტაში, თუმცა მითითებულია, რომ გადახდა იწარმოებს ევროს ექვივალენტით ლარში ოფიციალური კურსით

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები არ ვრცელდება მხარეთა მიერ დადებულ სახელშეკრულებო პირობებზე.

 

 

დასვით კითხვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 მუხლის შესაბამისად ჩაითვლება თუ არა სამართალდარღვევად და შედგება თუ არა სამართალდარღვევათა ოქმი შემდეგ შემთხვევაში: საქონელზე ფასები ფასმაჩვენებელზე მითითებულია უცხოურ ვალუტაში (მაგალითად ევროში)

2017 წლის პირველი ივლისიდან ფასის ლარით მითითების ვალდებულება მეწარმე სუბიექტს აქვს   საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში. 

 

 

დასვით კითხვა

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 2.1.პუნქტის მიხედვით (2. 1. მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან / და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან / და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით“) მომსახურების გაწევის შეთავაზებად ითვლება თუ არა ხელშეკრულებებში (იჯარის, ქირავნობის, მომსახურების და ა.შ.) ფასის უცხოურ ვალუტაში დაფიქსირება, კერძოდ:ნორმის ამოქმედებამდე შედგენილ ხელშეკრულებებში ფასი მითითებულია დოლარში ან დოლარის ექვივალენტი ლარში და ექვემდებარება თუ არა აღნიშნული დაჯარიმებას და ხომ არ საჭიროებს ხელშეკრულება ცვლილებას

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები არ ვრცელდება მხარეთა მიერ დადებულ სახელშეკრულებო პირობებზე.

 

 

დასვით კითხვა

მომსახურების გაწევის შეთავაზებად ითვლება თუ არა ხელშეკრულებებში (იჯარის, ქირავნობის, მომსახურების და ა.შ.) ფასის უცხოურ ვალუტაში დაფიქსირება, კერძოდ: ნორმის ამოქმედების შემდგომ შედგენილ ხელშეკრულებებში შესაძლებელია თუ არა ფასი დაფიქსირდეს უცხოურ ვალუტაში.

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსით გათვალისწინებული   რეგულაციები არ ვრცელდება მხარეთა მიერ დადებულ სახელშეკრულებო პირობებზე. ფასის ლარით მითითება მეწარმე სუბიექტებისთვის (იურიდიული პირები, აგრეთვე, ინდ. მეწარმის სტატუსის მქონე პირები) 2017 წლის 1 ივლისიდან სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე, ქონების რეალიზაციისას და მომსახურების გაწევისას, რეკლამირების ან შეთავაზების შემთხვევაში.

 

დასვით კითხვა

იმ შემთხვევაში თუ კლიენტები, ითხოვენ ინვოისს ევროში ან დოლარში და გადმორიცხვასაც აკეთებენ საზღვარგარეთიდან უცხოური ვალუტით (კლიენტი შესაძლოა იყოს სქართველოს მოქალაქე ან ფლობდეს ორმაგ მოქალაქეობას). ასეთი შემთხვევები ჩაითვლება თუ არა კანონდარღვევად, თუ მოხდება გათვალისწინება იმისა, რომ უცხოეთიდან საქონლის ღირებულების ლარში დაფარვა ვერ განხორციელდება

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსით გათვალისწინებული   ცვლილებები არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდ. მეწარმისა).

 

დასვით კითხვა

აქვს თუ არა არამეწარმე ფ/პ-ს უფლება უძრავი ქონების (საკუთარი აქტივის) რეალიზაციისას ფასი გამოაცხადოს უცხოურ ვალუტაში

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები არ ვრცელდება  ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდ. მეწარმისა).  შესაბამისად, ისინი შეძლებენ საკუთარი აქტივის რეალიზაციისას ფასის მითითებას უცხოურ ვალუტაში.

დასვით კითხვა

აქვს თუ არა უფლება ავტოდილერს ფასი გამოაცხადოს უცხოურ ვალუტაში როდესაც მანქანა დგას საზღვარგარეთ აუქციონზე.

რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები ეხება მეწარმე სუბიექტებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა გააჩნია ავტოდილერს. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან / და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან / და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით, რომლისგან განსხვავებული წესიც შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

ამავე დროს, 34-ე მუხლით დადგენილი წესის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულების არსებითი პირობა იცვლება.

დასვით კითხვა

ისეთი საიტებზე (მაგ. MYAUTO.GE) რომლიდანაც ხდება ავტომანქანების რეალიზაცია, არამეწარმე ფ/პ-ებს, აქვთ თუ არა უცხოურ ვალუტაში ფასის გამოცხადების უფლება

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები არ ვრცელდება  ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდ. მეწარმისა).

დასვით კითხვა

რეკლამის შეთავაზებისას, კონტრაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ფასი უნდა შესთავაზოს ლარით და კონტრაქტში ჩაწერონ ნებისმიერი ვალუტა, უკვე შემდგარი კონტრაქტების მიხედვით, როგორ უნდა მოიქცნენ კონტრაქტის ამოწურვამდე, რომ არ დაარღვიონ კანონი. გარდა ამისა, თუ რეკლამას შესთავაზებენ საზღვარგარეთ, ასეთ შემთხვევაში იქნება თუ არა გამონაკლისი და ა.შ.

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები არ ვრცელდება ზემოაღნიშნული რეგულაციების ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულების არსებითი პირობა იცვლება. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან / და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან / და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით, რომლისგან განსხვავებული წესიც შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

დასვით კითხვა

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მიხედვით, ფასი უნდა იყოს გამოხატული ლარით, თუ ხელშეკრულებით დაფიქსირდა ფასი ლარით და ამასთან განისაზღვრა ხელშეკრულების შედგენის დღისთვის მისი შესაბამისი უცხოური ვალუტა კურსის მიხედვით და გადახდა დაიწყო ერთი წლის მერე როცა კურსი ლართან მიმართებით შეიცვალა, საქონლის მიმწოდებელს/მომსახურების გამწევს რა თანხის მოთხოვნის უფლება ექნება, კერძოდ: ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ლარის ოდენობით, თუ იმ დღისთვის არსებული კურსის შესაბამისად გამოანგარიშებული ლარის ოდენობით? მაგ. საქონლის მიწოდება მოხდა 2017 წლის 20 ივლისს, საქონლის ღირებულება განისაზღვრა 11 500 ლარის ხოლო დოლარში შეადგინა 5000 დოლარის ღირებულება (ამ დღის კურსით დოლარის კურსი ლართან მიმართებით შეადგენდა 2.30-ს). 2018 წელში მყიდველმა დაიწყო გადახდა როცა დოლარის კურსი ლართან მიმართებით შეადგენდა 2,50-ს.აღნიშნული შემთხვევაში რამდენის მოთხოვნის უფლება აქვს გამყიდველს? 12 500 თუ 11 500? აღნიშნული მაგალითის მიხედვით, რეალიზატორს აქვს თუ არა უფლება ხელშეკრულებით განსაზღვროს, რომ გადახდის დღეს ღირებულება გადახდილი იქნება ლარში, გადახდის დღისთვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული უცხოური ვალუტის გადახდის დღის კურსის შესაბამისად, რაც გამოიწვევს ხელშეკრულებაში საქონლის ლარში გამოხატული ღირებულების ცვლილებას.

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები არ ვრცელდება ზემოაღნიშნული რეგულაციების ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულების არსებითი პირობა იცვლება. ხელშეკრულების პირობები (მათ შორის, კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ფასთასცვლილება) რეგულირდება მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.   

დასვით კითხვა

ბეჭდური მედიის გამომცემელი კომპანიები ხშირ შემთხვევაში მუშაობენ წლიური კონტრაქტით, ან კონტრაქტით რამდენიმე გამოცემაში, შესაბამისად როგორ უნდა მოხდეს უკვე გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში საბუღალტრო დოკუმენტებში მომსახურების ფასის განსაზღვრა, მაგალითად, თუ წლიურ კონტრაქტში ფასი განსაზღვრულია 1000 აშშ დოლარით თითოეულ გამოცემაზე, კონტრაქტი გაფორმებულია 2017 წლის იანვარში, 1 ივლისის შემდეგ გაწეული მომსახურების ფასი ინვოისში და მიღება-ჩაბარების აქტში შესაძლოა თუ არა დაფიქსირდეს უცხოურ ვალუტაში (ადრე ამ დოკუმენტებში ფასი იყო შესაბამისად მითითებული 1000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის კურსით) თუ აუცილებელია შეიცვალოს ყველა წლიური კონტრაქტი?მაგ. საქონლის მიწოდება მოხდა 2017 წლის 20 ივლისს, საქონლის ღირებულება განისაზღვრა 11 500 ლარის ხოლო დოლარში შეადგინა 5000 დოლარის ღირებულება (ამ დღის კურსით დოლარის კურსი ლართან მიმართებით შეადგენდა 2.30-ს). 2018 წელში მყიდველმა დაიწყო გადახდა როცა დოლარის კურსი ლართან მიმართებით შეადგენდა 2,50-ს.აღნიშნული შემთხვევაში რამდენის მოთხოვნის უფლება აქვს გამყიდველს? 12 500 თუ 11 500? აღნიშნული მაგალითის მიხედვით, რეალიზატორს აქვს თუ არა უფლება ხელშეკრულებით განსაზღვროს, რომ გადახდის დღეს ღირებულება გადახდილი იქნება ლარში, გადახდის დღისთვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული უცხოური ვალუტის გადახდის დღის კურსის შესაბამისად, რაც გამოიწვევს ხელშეკრულებაში საქონლის ლარში გამოხატული ღირებულების ცვლილებას.

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსით გათვალისწინებული  რეგულაციები არ ვრცელდება ზემოაღნიშნული რეგულაციების ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულების არსებითი პირობა იცვლება.

დასვით კითხვა

1 ივლისიდან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის იქნება თუ არა შესაძლებელი მომსახურების შეთავაზება უცხოურ ვალუტაში, მაგალითად რუსეთში, უკრაინაში, ევროპაში მოქმედი კომპანიებისათვის

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან / და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან / და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით, რომლისგან განსხვავებული წესიც შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.  ამავე დროს 34-ე მუხლით დადგენილი წესის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულების არსებითი პირობა იცვლება.

დასვით კითხვა

გლობალური კომპანიების სარეკლამო განთავსებაზე გადაწყვეტილებებს ხშირად იღებენ სათაო ოფისებში, კონტრაქტი შესაძლოა მათ საქართველოს წარმომადგენლობასთან გაფორმდეს, მაგრამ ბიუჯეტს ითხოვენ სათაო ოფისებისათვის უცხოურ ვალუტაში. ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს შეთავაზება

“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსით გათვალისწინებული  რეგულაციები არ ვრცელდება ზემოაღნიშნული რეგულაციების ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულების არსებითი პირობა იცვლება.

დასვით კითხვა

ჩაითვლება თუ არა ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად 2017 წლის 1 ივლისამდე დადებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და შესაბამისად, გავრცელდება თუ არა მასზე ფასის ლარით გამოხატვასთან დაკავშირებული რეგულაცია?

2017 წლის 1 ივლისამდე დადებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ითვლება ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად. შესაბამისად, მასზე ვრცელდება ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის ლარში გამოხატვასთან დაკავშირებული ვალდებულება.

დასვით კითხვა

Close