ინფორმაციის განახლების თარიღი: 30 იანვარი 2019

ნარჩენები

  ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი, თუ ამის შესახებ პირდაპირ არ უთითებს ეს კანონი.
2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია:

ა) სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი;
ბ) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი – მათი განთავსების მიზნით;
გ) სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, თუ:
გ.ა) სახელმწიფო, რომელშიც ხორციელდება სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, არ არის ბაზელის კონვენციის წევრი ან ოფიციალურად კრძალავს ასეთი ნარჩენების იმპორტს;
გ.ბ) არ არსებობს იმპორტის ან/და ტრანზიტის სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) წერილობითი თანხმობა.

ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი დაშვებულია

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია:
ა) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი – მათი შემდგომი აღდგენის მიზნით;
ბ) არასახიფათო ნარჩენების ექსპორტი და ტრანზიტი;
გ) სახიფათო ნარჩენების ექსპორტი – სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) თანხმობით, ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით.

2. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოთა კანონმდებლობების მოთხოვნათაგან უმკაცრესს.

3. „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხას“ დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.


ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ კანონი.

დაშვებული ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნუსხა

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“

  •  „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა (დანართი „ა“);
  •  საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა (დანართი „ბ“);
  •  საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა (დანართი „გ“).

საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ

№259 დადგენილება

 

საქართველოს კანონი ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ