ინფორმაციის განახლების თარიღი: 27 თებერვალი 2019

ვეტერინარული კონტროლი

ვეტერინარული სასაზღვროსაკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელების პროცედურებს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ.

ვეტერინარული კონტროლის მიზანია:
  • • ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა
  • • მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან
  • • საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა სნეულებების აღმძვრელების შემოტანისაგან
 
საქართველოს საბაჟო საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტებია:

  საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“ არსებული ქვეყნებიდან (გარდა იმ შემთხვევებისა,თუ პროდუქცია წარმოშობილია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიასა და ისრაელში, ასევე, თუ პროდუქცია წარმოშობილია საწარმოებში, რომელთა ნუსხა, დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის გარანტიების საფუძველზე, დამტკიცებულია ევროკომისიის სამართლებრივი აქტით (ევროკომისიის ვებგვერდზე მითითებული ქვეყნების და პროდუქციის ჩამონათვალის გათვალისწინებით) ცოცხალი ცხოველების ტრანზიტის შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ტვირთის გარანტირებულ მიღებაზე გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, ორიგინალი ტრანზიტის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში). საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული საქონლის გადაადგილებისას ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის წარდგენა სავალდებულო არ არის.

  • • ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი, (ტრანზიტის შემთხვევაში, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის ორიგინალი, ან ვეტერინარული სერტიფიკატის ან საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის სკანირებული ვერსია ელექტრონულად);
  • • იმპორტის ნებართვა (ორიგინალი ან ელექტრონულად);
  • • ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში – დამატებით მარშრუტის გეგმა;
  • • ფარმაცევტული პროდუქციის შემთხვევაში - ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატი, ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი, ან ანალიზის დოკუმენტი;
  • • წინასწარი შეტყობინება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანაზე ფორმა N2 და ცოცხალი ცხოველების შემოყვანაზე ფორმა N1 (ვეტერინარული საქონლის შემოტანაზე წინასწარი შეტყობინების ფორმა №1 და ფორმა №2 -ის შევსება ხდება იმპორტიორის ან ტვირთზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge გამოყენებით და გაიგზავნება ტვირთის საქართველოში შემოტანის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტზე).
საქართველოში იმპორტისათვის გამიზნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება:

 საქართველოში უკან დაბრუნებული ტვირთი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ და იდენტურობის შემოწმებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ფიზიკურ შემოწმებას.

 უკან დაბრუნებული ტვირთის დოკუმენტური შემოწმების ჩატარების მიზნით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება ვეტერინარული სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ტვირთის სხვა თანხმლები დოკუმენტები.

შინაური ცხოველის სასაზღვრო- საკარანტინო კონტროლის პროცედურები

შინაური ცხოველი არის ძაღლი, კატა, ქრცვინი, უხერხემლოები (გარდა ფუტკრისა და კიბოსნაირებისა), ტროპიკული დეკორატიული თევზი, ამფიბია, რეპტილია, ფრინველი ყველა სახეობის (გარდა: მწყერი, ხოხობი, კაკაბი, სირაქლემა, ქათამი, ინდაური, ციცარი, იხვი, ბატი, მტრედი), მღრღნელები და შინაური კურდღელი, რომლებიც თან ახლავს მფლობელს ან მასზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირს და არ არიან გამიზნული გასაყიდად ან სხვა მფლობელზე გადასაცემად.

ა) ცოფის საწინააღმდეგო აცრის შესახებ;

ბ) ექტო და ენდოპარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავების შესახებ.

 ვეტერნარის მიერ საქონლის მიმართ განხორციელებული ვეტერინარული პროცედურების შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის ჩატარების აქტში, რომელიც არის საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის მეორე ნაწილი და მოწმდება იმ ვეტერინარის ხელმოწერით და პირადნომრიანი ბეჭედით, რომელმაც განახორციელა ვეტერინარული კონტროლის პროცედურები და კომპეტენტური ორგანოს ოფიციალური შტამპით.

ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება:
  • • დოკუმენტურ შემოწმებას;
  • • იდენტურობის შემოწმებას;
  • • ფიზიკურ შემოწმებას (ეჭვის საფუძველზე ან მონიტორინგის გეგმის თანახმად), ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში – ცოცხალი ცხოველების კლინიკურ შემოწმებას.

    ა) უნდა იყოს ჯანმრთელი;

    ბ) ჩატარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევა, დამუშავება;

    გ) უნდა ახლდეს ვეტერინარული სერტიფიკატი ან შინაური ცხოველის პასპორტი.

    ა) ცხოველის მფლობელის შესახებ მონაცემებს;

    ბ) საცხოვრებელ მისამართს;

    • • ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით არაუმეტეს 5 ერთეული შინაური ცხოველის შემოყვანისას, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ცხოველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
    • • ძაღლისა და კატის საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ძირითად ინფორმაციას:
    • • ცხოველის შესახებ მონაცემებს (მისი იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაციას);
    • • ცხოველზე განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების მონაცემებს (თარიღების ჩვენებით):
    • • საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირადი ნივთებით გადაიტანება საქონელი, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით. საკონსულო ვალიზას შემთხვევაში – უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში – იგი უბრუნდება გამომგზავნს;
    • • საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას დაუძლეველი ძალის პირობების შედეგების სალიკვიდაციოდ საქონლის გადაადგილებისას.
    • • საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოსატან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე.

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის პირობები

• სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ:

ა) საკლავი, სანაშენე ცხოველების ექსპორტისას;

ბ) 4101, 4102, 4103 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდებით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტისას (გარდა, მსუბუქი, სატვირთო-სამგზავრო ავტომობილით, ავტობუსით, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით გასატან 4101, 4102, 4103 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდებით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტისა).

• საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი მიჰყვება საქონელს დანიშნულებისამებრ.

• თუ კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის დროს საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას ან/და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე, საქონლის მიმართ ხორციელდება ამ წესით გათვალისწინებული ტრანზიტის პროცედურები.

ტრანზიტული საქონლის ვეტერინარული კონტროლის პროცედურები

• ტრანზიტული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, იდენტურობის შემოწმებასა და ფიზიკურ შემოწმებას.

• თუ ვეტერინარული კონტროლის ობიექტი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილი პირის მიერ ვეტერინარულ სერტიფიკატზე დაისმება აღნიშვნა – ,,ვეტერინარული კონტროლი ჩატარებულია“. ვეტერინარული კონტროლის დასრულების შემდგომ, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ელექტრონულ ჟურნალში შემდეგი ინფორმაციის შეტანას;

 თუ ვეტერინარული კონტროლის ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ტრანზიტული საქონლის მიმართ განხორციელებული ვეტერინარული კონტროლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტში“.

 საქონლის ტრანზიტი სრულდება ქვეყანაში შემოსვლიდან 10 დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საწყობის ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციები.

 ტრანზიტული საქონლის შენახვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში იმ პირობით, თუ:

ა) ფიზიკურად განცალკევებული იქნება იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლისაგან;

ბ)მასზე ხორციელდება მხოლოდ შენახვისათვის ან/და სასაქონლო პარტიის დანაწილებისათვის ან/და ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ოპერაციები;

გ) არ ხდება მისი შეფუთვის შეცვლა.

 ტრანზიტული საქონლის იმპორტში მოქცევა შესაძლებელია, თუ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების შედეგად დასტურდება, რომ იგი შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს, გარდა მოთხოვნისა, რომ სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ერთ ტვირთზე და ერთი მიმღების დანიშნულებით;

საქონლის განთავსება საბაჟო საწყობში და თავისუფალ ზონაში

 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შენახვა შეიძლება განხორციელდეს საბაჟო საწყობსა და თავისუფალ ზონაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის ობიექტისათვის პასუხისმგებელ პირს წინასწარ გაცხადებული აქვს საქონლის იმპორტში მოქცევის ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განხორციელების განზრახვა, აგრეთვე, თუ დაკმაყოფილებულია საქონლის იმპორტის პირობებთან შესაბამისობა.

 თუ კონტროლის ობიექტისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ არ არის გაცხადებული საქონლის საბოლოო დანიშნულება, საქონელი ჩაითვლება იმპორტში მოსაქცევად. იმპორტის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით აღნიშნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ, იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას. ვეტერინარული კონტროლის შედეგებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი პირი იღებს ვეტერინარული წესით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.

 იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელს განზრახული აქვს საბაჟო საწყობში და თავისუფალ ზონაში განთავსებული, ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტი, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება ხელახალ ვეტერინარული კონტროლის პროცედურებს. ამ შემთხვევაში, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში დოკუმენტური შემოწმებისათვის წარსადგენი დოკუმენტია „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი“, რომლის თანახმად მოხდა საქონლის დროებითი დასაწყობება. დოკუმენტური შემოწმების შემდგომ საქონელი ექვემდებარება ამ ვეტერინარული წესით გათვალისწინებულ იდენტურობის შემოწმებასა და ფიზიკურ შემოწმებას. ვეტერინარული კონტროლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტში.   

 

საქონელი ფიზიკური შემოწმების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში და მონიტორინგის გეგმის თანახმად, ექვემდებარება ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას. 
  ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ, ამასთან: 
ნიმუშის აღება ხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ (გარდა დაჩქარებული წესით ჩატარებით გათვალისწინებული შემთხვევისა), შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, ხოლო მეორე – რეფერენტული  (შედარებითი) ნიმუშის სახით, ნიმუშის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მითითებით, დალუქულ მდგომარეობაში, საქონლის მფლობელისთვის შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, სათანადო პირობებში ინახება საქონლის მფლობელის მიერ;
საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე;
საქონლის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია,  დამატებით აღებულ იქნეს ნიმუშის ეგზემპლარი, რომელიც რჩება საქონლის მფლობელთან.

 

 

 

ძირითადი მარეგურილებელი ნორმატიული აქტები:
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბერი №429 დადგენილება
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბერი №426 დადგენილება
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბერი №430 დადგენილება