|
ხშირად დასმული კითხვები
|
დასვით კითხვა
|
მიკრო ბიზნესი
ვის შეიძლება მიენიჭოს მიკრობიზნესის სტატუსი?
მიკრობიზნესის სტატუსი ენიჭება გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს. მიკრობიზნესის სტატუსის მისანიჭებლად არ არის სავალდებულო, პირი იყოს რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკურ პირად.
მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას
ბ) დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30000 ლარს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი 2).
დასვით კითხვა
რომელ საქმიანობათა განხორციელებაა აკრძალული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის?
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის აკრძალულ საქმიანობათა რიცხვს მიეკუთვნება:
1. საქმიანობები, რომელთაც სჭირდება ლიცენზირება ან ნებართვა
2. საქმიანობები, რომელთა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა, გადააჭარბოს 30000 ლარს;
3. სავალუტო ოპერაციების ქმედება;
4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
5. სათამაშო ბიზნესი.
6. ვაჭრობა (აღნიშნული აკრძალვა არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც პირი აწარმოებს, ყიდულობს ან ამუშავებს საქონელს). (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილება, დანართი N2)
დასვით კითხვა
შესაძლებელია თუ არა მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი რეგისტრირებული იყოს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად?
არ შეიძლება, ვინაიდან მიკრო ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთან, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-3 და მუხლი მე-8).
დასვით კითხვა
რა გზითაა შესაძლებელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება?
მიკრობიზნესის სტატუსის მისანიჭებლად პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრს ან ელექტრონულად წარადგენს განცხადებას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge-ს მეშვეობით. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიგანცხადების მიღებიდან ვადაში გასცემს მიკრობიზნესის სერტიფიკატს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-3).
დასვით კითხვა
აბარებს თუ არა მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას?
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს გამარტივებული საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-5)
დასვით კითხვა
რა შემთხვევაშია მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებული საგადასახადო ორგანოს მიმართოს მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმების ან/და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით?
თუკი ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს და დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას, დააპირებს აკრძალული საქმიანობის განხორციელებას ან თუ მისი სასაქონლო-მატერიალური მარაგის ნაშთი გადააჭარბებს 45 000 ლარს, პირი ვალდებულია მიმართოს საგადასახადო ორგანოს მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით. ამავე დროს, მას უფლება აქვს, მოითხოვოს მცირებიზნესის სტატუსის მინიჭება(საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-8).
დასვით კითხვა
შესაძლებელია თუ არა მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირმა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენოს სხვა პირის შრომა?
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირს აკრძალული აქვს ნებისმიერი პირის შრომის გამოყენება, გარდა ოჯახის წევრისა (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-8).
დასვით კითხვა
მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმების ან მიკრობიზნესის სტატუსიდან მცირე ბიზნესის სტატუსზე გადასვლის შემთხვევაში როგორ იბეგრება პირის მიერ მიღებული შემოსავალი?
თუ მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრობიზნესის სტატუსი და მას არ მიუღია მცირე ბიზნესის სტატუსი, მის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში (მათ შორის მიკრობიზნესის სტატუსის მოქმედების პერიოდში) მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის საერთო წესით დაბეგვრას. ამასთან, სსკ-ის 155-ე მუხლის თანახმად, მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმების წელს პირს მიმდინარე გადასახდელი არ დაერიცხება.
მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და მცირებიზნესის სტატუსზე გადასვლის შემთხვევაში პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში (მათ შორის მიკრო ბიზნესის სტატუსის მოქმედების პერიოდში) მიღებული ერთობლივი შემოსავალი დაიბეგრება მცირე ბიზნესის სტატუსისათვის განსაზღვრული წესით. ამასთან, სსკ-ის 155-ე მუხლის თანახმად, მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმების წელს პირს მიმდინარე გადასახდელები არ დაერიცხება(საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-5).
დასვით კითხვა
ევალება თუ არა მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს მიღებული მომსახურების (მაგ.: საიჯარო მომსახურების) ანაზღაურების შემთხვევაში გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება?
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება; ამასთან, არარეზიდენტი პირისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში იგი ვალდებულია, ოპერაცია დაბეგროს დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-5).
დასვით კითხვა
თუ კალენდარული წლის განმავლობაში პირი გადაწყვეტს დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრო ბიზნესზე გადასვლას, როგორ დაიბეგრება მისი შემოსავალი?
მიმდინარე საანგარიშო წელს დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრობიზნესზე გადასვლის შემთხვევაში, ფიზიკური პირს მიერ საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ წელს) მიღებული შემოსავალი (მათ შორის მიკრობიზნესის მინიჭებამდე მიღებული შემოსავალიც) ექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესის სტატუსისათვის დადგენილი წესით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-5).
დასვით კითხვა
იყენებს თუ არა მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი საკონტროლო-სალარო აპარატს?
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი 7).
დასვით კითხვა
რა შემთხვევაში გაუუქმდება ფიზიკურ პირს მიკრობიზნესის სტატუსი?
პირს მიკრობიზნესის სტატუსი გაუუქმდება, თუ:
ა) ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს წერილობითი განცხადებით მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით
ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგის ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.
გ) ფიზიკურაი პირი ეწეოდა მიკრობიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას
დ) ფიზიკური პირს ჰყავს დაქირავებული პიროვნება (დაქირავებულად არ შეიძლება მიჩნეული იყოს ოჯახის წევრები);
ე) ფიზიკურ პირს წარმოეშვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება;
ვ) მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-8).
დასვით კითხვა
რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება ფიზიკურ პირს, თუკი იგი დაიწყებს მიკრობიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას?
ფიზიკური პირი, რომელიც დაიწყებს მიკრობიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას, დაჯარიმდება სსკ-ის 288-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარის ოდენობით.
დასვით კითხვა
როგორ უნდა მოიქცეს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, თუ მისი ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს ან დაიწყებს დაქირავებულის შრომის გამოყენებას?
თუკი მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს ან იგი დაიწყებს დაქირავებულის შრომის გამოყენებას, მყისვე, 15 კალენდარული დღის ვადაში, უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისთვის . აღნიშნული უფლების აგამოუყენლობისას მას ავტომატურად გაუუქმდება მიკრობიზნესის სტატუსი და გათავისუფლდება დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლიმე-8).
დასვით კითხვა
კონტროლის რა ტიპის პროცედურებიაა შესაძლებელი მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირზე?
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე შესაძლებელია კონტროლის შემდეგი პროცედურები:
ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა
ბ) დათვალიერება
გ) შესაბამის შემთხვევებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა
დ) ქრონომეტრაჟი
ე) ინვენტარიზაცია
(საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-10.
დასვით კითხვა
არის თუ არა ვალდებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი მიმდინარე გადასახადის გადახდის?
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს. სსკ-ის 155-ე მუხლის თანახმად მიმდინარე გადასახადს არ გადაიხდის პირი, რომელსაც მიმდინარე წელს გაუუქმდა მიკრობიზნესის სტატუსი.
დასვით კითხვა
არის თუ არა ვალდებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირმა ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას ჩააბაროს დეკლარაცია ?
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-5).
დასვით კითხვა
არის თუ არა ვალდებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი, რომ აღრიცხოს შემოსავლებია და ხარჯები ?
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის არ აქვს ვალდებულება, თუმცა მას შეუძლია, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში გამოწეროს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომელშიც აუცილებლად უნდა მიუთითოს მისი სტატუსი და სერტიფიკატის ნომერი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-6).
დასვით კითხვა
რომელი ფორმის დეკლარაციას აბარებს პირი, თუ მიმდინარე წლის განმავლობაში გააუქმა მიკრობიზნესის სტატუსი და გადაინაცვლა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ჩვეულებრივ რეჟიმზე?
ასეთ შემთხვევაში პირი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას და მთელი წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს, რომელსაც დაბეგრავს საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.
დასვით კითხვა
|