ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, შეზღუდულია შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანა (ექსპორტი, რეექსპორტი)
- -საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები, რომლებიც განკუთვნილია COVID 19-ის ინფექციის სადიაგნოსტიკოდ.
- -სეს ესნ-ის 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;
- -სეს ესნ-ის 9019 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები;
შენიშვნა: (სეს ესნ) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დიაგნოსტიკური ტესტი რომ არ არის განკუთვნილი COVID 19-ის ინფექციის სადიაგნოსტიკოდ და შესაბამისად, მისი ექსპორტი და რეექსპორტი დასაშვებია, შეფასებას გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
დასვით კითხვა
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ სამუშაო პროცესების განხორციელებას.
დასვით კითხვა
შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge სისტემაში ავტორიზებულ პირს თავისი გვერდიდან შეუძლია საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა განახორციელოს დისტანციურად.
საბაჟო ელექტრონული სერვისები - https://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=6505&lang=1#
ამასთანავე, მინდობილობის გასაფორმებლად შესაძლებელია ისარგებლოთ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დისტანციური სერვისით. https://www.notary.ge/index.php?id=54&lang=geo
დასვით კითხვა
საქართველოს მთავრობის N340 დადგენილებაში ტექნიკური რეგლამენტის − "ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" - განხორციელებული ცვლილების შედეგად იმპორტირებულ ქათმის ხორცზე დამატებითი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება გადავადდა 2020 წლის ოქტომბრამდე.
დასვით კითხვა
ასეთი ტვირთების იმპორტი შესაძლებელია გამომგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული ორიგინალი სერტიფიკატის ასლის საფუძველზე. ამასთან, იმპორტიორი ვალდებულია, ორიგინალი დოკუმენტი წარმოადგინოს შესაძლებლობისთანავე.
დასვით კითხვა