ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილის საქონლის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლება (COVID-19)

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა თუ არა რაიმე სახის დამატებითი საკანონმდებლო შეღავათები სამედიცინო დანიშნულების საქონლის იმპორტთან დაკავშირებით?

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით 2020 წლის 1 ოქტომბრამდე  დამატებული ღირებულების გადასახადისგან (ჩათვლის უფლების გარეშე) გათავისუფლდა სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი შემდეგი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი:

•              ტესტები-   (სასაქონლო კოდი  3822 00 000 00)

•              ბახილები პლასტმასის მასალისგან (სასაქონლო კოდი 3926 20 000 00)

•              სახის დამცავი ფარები (სასაქონლო კოდი  3926 90 980 00 და 9004 90 900 00)

•              ხელთათმანები ნიტრილის ქირურგიული (სასაქონლო კოდი  4015 11 000 00)

•              ხელთათმანები ნიტრილის დანარჩენი (სასაქონლო კოდი -4015 19 900 00)

•              კომბინიზონები საიზოლაციო, სამედიცინო ხალათები, სამედიცინო ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები (სასაქონლო კოდი - 6210 10 900 00)

•              პირბადეები და ნიღბები, ბახილები კოტონის მასალისგან ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან;(სასაქონლო კოდი - 6307 90 990 00)

•              სამედიცინო ქუდები (სასაქონლო კოდი - 6505 99 909 00)

•              დამცავი სათვალეები პლასტმასის (სასაქონლო კოდი -9004 90 900 00)

•              თერმომეტრები უკონტაქტო (სასაქონლო კოდი -9025 19 200 00) 

დასვით კითხვა

რა ვადით იმოქმედებს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილ საქონელზე დაწესებული საგადასახადო შეღავათი?

საკანონმდებლო შეღავათი, რომელიც ეხება სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილ საქონლს, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლების გარეშე, ძალაშია 2020 წლის 1 ოქტომბრამდე

დასვით კითხვა

შეეხო თუ არა სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილ საქონელზე დაწესებული საგადასახადო შეღავათი ელექტრონულ თერმომეტრებს?

არა, საკანონმდებლო შეღავათი შეეხო მხოლოდ 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებულ უკონტაქტო თერმომეტრებს.

დასვით კითხვა

რომელ სასაქონლო კოდებში კლასიფიცირდება სახის დამცავი ფარები რომლებსაც შეეხო სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილ საქონელზე დაწესებული საგადასახადო შეღავათი?

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილ  საქონელზე დაწესებული საგადასახადო შეღავათი შეეხო სახის დამცავ ფარებს, რომლებიც კლასიფიცირდება შემდეგ სასაქონლო კოდებში :

სახის დამცავფარები:

•             სასაქონლო კოდი -3926 90 980 00

•             სასაქონლო კოდი - 9004 90 900 00

დასვით კითხვა

რომელ სასაქონლო კოდებში კლასიფიცირდება ხელთათმანები, რომლებსაც შეეხო სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილ საქონელზე დაწესებული საგადასახადო შეღავათი?

 

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილ  საქონელზე დაწესებული საგადასახადო შეღავათი შეეხო ნიტრილის ქირურგიულ ხელთათმანებს და ხელთათმანებს ნიტრილის დანარჩენს, რომლებიც კლასიფიცირდება შემდეგ სასაქონლო კოდებში:

•             ხელთათმანები ნიტრილის ქირურგიული -სასაქონლო კოდი  4015 11 000 00

•             დანარჩენი  ნიტრილის ხელთათმანები- სასაქონლო კოდი -4015 19 900 00

 

დასვით კითხვა

Close