ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია (COVID-19)

საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია თუ არა აცნობოს საგადსახადო ორგანოს და გადაიხადოს გადასახადი?

ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცალკეულ ობიექტებს, მაგალითად სილამაზის სალონებს, მათი ნებისაგან დამოუკიდებლად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეუჩერდათ საქმიანობა, მათ არ აქვთ ვალდებულება დამატებით აცნობონ საგადასახადო ორგანოს საქმიანობის შეჩერების თაობაზე, შესაბამისად საქმიანობის შეჩერების პერიოდში მათ არ დაეკისრებათ ფიქსირებული გადასახადი. რაც შეეხება სხვა, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ობიექტებს, რომელთა საქმიანობა არ შეჩერებულა საქართველოს მთავრობის დადგენილებით (მ.შ თონეები), და უფლება  ჰქონდათ გაეგრძელებინათ ეკონომიკური საქმიანობა, აღნიშნული ობიექტების მიერ, მათივე გადაწყვეტილებით საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში, ისინი ვალდებულები არიან, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ საგადასახადო ორგანოს, რათა არ დაეკისროთ ფიქსირებული გადასახადი (სიტუაციური სახელმძღვანელო N 2538).

დასვით კითხვა

საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პირებს (მეიჯარე/მოიჯარე), რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება, წარმოექმნებათ თუ არა შეჩერებულ საიჯარო მომსახურების პერიოდზე გადასახადის გადახდის ვალდებულება?

იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეული სამეწარმეო საქმიანობა შეჩერებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით (მთავრობის დადგენილებით) მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად, საგანგებო მდგომარეობის არსებობის პერიოდში მეიჯარის მიერ გაწეული მომსახურება, (რომელზეც არ არის გადახდილი საიჯარო გადასახდელები მოიჯარის მიერ), არ განიხილება მის მიერ უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად, ხოლო მოიჯარისთვის - სარგებლად და შესაბამისად გადასახდებით დაბეგვრის ობიექტად. ამასთან, თუ საგანგებო მდგომარეობა მოიცავს არასრულ თვე(ებ)ს, აღნიშნული მიდგომა გავრცელდება სრულ თვე(ებ)ზე (სიტუაციური სახელმძღვანელო N 2537).

დასვით კითხვა

მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც მიეცათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება და ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ორგანიზებას უკეთებენ დაქირავებულ პირთა სამსახურში გამოცხადებას და მათ სახლებში დაბრუნებას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის გადასცემენ მგზავრობისთვის საჭირო მიზნობრივ თანხას, აღნიშნული განიხილება თუ არა მომსახურების გაწევად/დაქირავებულის ხელფასად და შესაბამისად ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას?

იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეჩერდა საქართველოს კანონმდებლობით (მთავრობის დადგენილებით) და დაქირავებულთა ტრანსპორტირების გარეშე შეუძლებელია პირის (დამქირავებლის) ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება, დაქირავებულთა სხვადასხვა ფორმით ორგანიზებულ გადაყვანასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოიქმნება (სიტუაციური სახელმძღვანელო N 2539).

დასვით კითხვა

გავრცელდება თუ არა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები დღეს არსებულ დავალიანებაზე?

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ტურიზმის სექტორში დასაქმებულ გადასახდის გადამხდელებს და იმ ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაუვადდათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების  გადასახადში, რომლებმაც დაარეგისტრირეს და მიიღეს დადებითი პასუხი განცხადებაზე „საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადების“ თაობაზე. აღნიშნულ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გავრცელდება.  გარდა, ზემოთ აღნიშნული საგადასახადო დავალიანებისა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს აქვს უფლება გამოიყენოს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

დასვით კითხვა

როგორ ხდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა?

ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერისთვის საჭიროა დაარეგისტრიროთ ელექტრონული განცხადება „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=163

დეტალური ინფორმაციის სანახავად ჩამოწერის პროცედურასთან დაკავშირებით, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე https://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=4911&lang=1

დასვით კითხვა

რა ვადაშია შესაძლებელი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის/დარიცხული საგადასახადო ვალდებულების გასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით?

,,საქართველოში ახალიკორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-13 მუხლის საფუძველზე, შეჩერდა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.

შენიშვნა: 2020 წლის 23 მარტის მდგომარეობით და მას შემდეგ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, გადასახადის გადამხდელების დროებითი აღრიცხვის ბარათზე (სადაც ასახულია ინფორმაცია დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების/სანქციების შესახებ, რომლის გასაჩივრების ვადა ჯერ არ გასულა, ან მიმდინარეობს საგადასახადო დავის წარმოება) აღრიცხული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადატანილი იქნება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 31-ე დღეს, თუ პირს აღნიშნულ ვადამდე არ გაუსაჩივრებია საგადასახადო/საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 21-ე დღეს, თუ პირს აღნიშნულ ვადამდე არ გაუსაჩივრებია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება.

დასვით კითხვა

Close