ინფორმაციის განახლების თარიღი: 06 თებერვალი 2019

ავტოტრანსპორტით

ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთა :

ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარადგინოს:

იმ კატეგორიის მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს

სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი

ავტოსატრანსპორტო საშუალების პირის კანონიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სატრანსპურტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტით) 

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთა:

ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას, სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარადგინოს:

  • იმ კატეგორიის მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს;
  • სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების პირის კანონიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტით);
  • ლიზინგის გამცემის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებამოსილება – იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის გადაკვეთა ხორციელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია სარგებლობის უფლებით ლიზინგის მიმღებზე

 

დამატებით სავალდებულოა:

 

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას უცხოეთში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთათვის/მძღოლთათვის:

 

დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით, მაგრამ არანაკლებ 15 კალენდარული დღისა.

ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის და დაზღვევის პერიოდის მიხედვით სადაზღვევო პრემიის ოდენობაა:

 

  • მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია: 15 დღე – 20 ლარი, 30 დღე – 35 ლარი, 90 დღე – 70 ლარი, 1 წელი – 215 ლარი;
  • მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება: 15 დღე – 30 ლარი, 30 დღე – 50 ლარი, 90 დღე – 90 ლარი, 1 წელი – 295 ლარი;
  • ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება: 15 დღე – 45 ლარი, 30 დღე – 75 ლარი, 90 დღე – 140 ლარი, 1 წელი – 480 ლარი;
  • სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება: 15 დღე – 60 ლარი, 30 დღე – 100 ლარი, 90 დღე – 170 ლარი, 1 წელი – 610 ლარი;
  • მისაბმელისათვის: 15 დღე – 14 ლარი, 30 დღე – 25 ლარი, 90 დღე – 40 ლარი, 1 წელი – 145 ლარი;
  • სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის: 15 დღე – 25 ლარი; 30 დღე – 45 ლარი; 90 დღე – 70 ლარი; 1 წელი – 250 ლარი.

 

სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ა(ა)იპ − სავალდებულო დაზღვევის ცენტრში, მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით ან ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვით სავალდებულო დაზღვევის ვებგვერდს ( http://tpl.ge )

 

!!! სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება გამოიწვევს:

  • მოტოციკლით, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, მსუბუქი ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება, სასოფლო-სამეურნეო მანქანით, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით ან მისაბმელით –

გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

  • ავტობუსით, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება, ან სატვირთო ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება,  –

გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

 

საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისას:

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მათ შორის ცარიელს), ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:

  • „ავტორიზაცია ავტობუსით მგზავრების საერთაშორისო რეგულარულ გადაყვანაზე“, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე  მომზადებულია საქართველოს მხარის მიერ პარტნიორი ქვეყნის კონკრეტული გადამზიდველის სახელზე (კონკრეტული მარშრუტისათვის) და გაცემულია მასზე პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ;
  • პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ დამოწმებული მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის განრიგი, ტარიფი და სამარშრუტო სქემა;
  • გადამზიდველის მიერ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მგზავრების აღრიცხვის ბარათი, გარდა ცარიელი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევისა.

!!! საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

 

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისას მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს წარუდგინოს:

  • „ავტორიზაცია არარეგულარულ საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაზე“, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე  საქართველოს მხარის მიერ  გადაცემულია პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოზე და გაცემულია მის მიერ კონკრეტული გადამზიდველის სახელზე;
  • გადამზიდველის მიერ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • გადამზიდველთან მძღოლის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, შესაბამისი ავტორიზაციის წარდგენის გარეშე, შესაძლებელია საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (ცარიელი ან დატვირთული) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, შემდეგი ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენით:

  • საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ნებართვა: ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (ECMT) ნებართვა ან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ნებართვა ან ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) ნებართვა;
  • „ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე“, რომელიც საქართველოს მხარის მიერ, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემულია და მის მიერ, კონკრეტული გადამზიდველის სახელზე გაცემულია: ერთჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (ორმხრივი/ტრანზიტული ავტორიზაცია) ან მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ერთჯერად საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე ან ერთჯერად უნივერსალურ (ორმხრივ, ტრანზიტულ და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე ან მრავალჯერად ორმხრივ/ტრანზიტულ ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (მრავალჯერადი ავტორიზაცია);
  • საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა.
  • ECMT ნებართვით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს დამატებით წარუდგინოს:
  • ECMT სერტიფიკატები – დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესატყვისობას, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესების ან/და ევროსაბჭოს დირექტივების დებულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან:
  • აღრიცხვის წიგნაკი – ECMT ნებართვის მფლობელის სახელზე შევსებული აღრიცხვის ფურცლების კრებული, რომელშიც ქრონოლოგიურად, თითოეული რეისის შესაბამისად, აღირიცხება დატვირთული და დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ განხორციელებული ავტოსატრანსპორტო სამუშაო.

!!! საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის/გაყვანის ვადები:

საქართველოში რეგისტრირებული ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გაყვანის ვადა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის შეზღუდული.

 

საქართველოში არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სპეციალიზებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული) − 30 კალენდარული დღით.

 

რაც შეეხება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.

!!! სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე წარდგენის/გამოცხადების ვადის დარღვევა –

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 000 ლარისა.

 

ტვირთის ან საქართველოში არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევაში, სხვა საჭირო დოკუმენტებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადების შესახებ ინფორმაცია იხილეთ საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების მიზნის