ინფორმაციის განახლების თარიღი: 06 თებერვალი 2019

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ)

 

დღგ-ის განაკვეთი შეადგენს:

ა) საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს;

ბ) საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტს;

იმპორტის დროს იმპორტის თანხა არის ჯამი:

ა) საბაჟო ღირებულებისა;

ბ) იმპორტისას გადასახდელი გადასახდელებისა, საქართველოში გადასახდელი დღგ-ის ჩაუთვლელად;

გ) მომსახურების ღირებულებისა, დღგ-ის გარეშე, რომელიც საგადასახადო კოდექსის მიხედვით ითვლება საქონლის იმპორტის ნაწილად;

საქონლის დროებითი შემოტანის თანხა ტოლია დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევის შემთხვევაში საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტის თანხისა.