ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი
ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს/რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს გასცემს:
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო)
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია:
- ნიმუშის აღება ანალიზისათვის
- დამუშავება
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მისაღებად ფიზიკური ან იურიდიული პირი გამცემ ორგანოში ელექტრონულად ან წერილობით წარადგენს განაცხადს
განაცხადი იურიდიული პირისათვის უნდა შეიცავდეს – ორგანიზაციის დასახელებას, მისამართსა და ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – სახელს, გვარს, მისამართსა და პირადობის მოწმობის ასლს.
რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მისაღებად განაცხადს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან მისი დამოწმებული ასლი.
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელების საფუძველზე
ფიტოსანიტარიული პროცედურები მოიცავს:
- საქონლის თანმხლები დოკუმენტების შემოწმებას
- ინფორმაციის მოძიებას საქონლის წარმოების ადგილზე ადრე ჩატარებული შემოწმებების შესახებ
- საქონლის ვიზუალურ შემოწმებას
- ეჭვის შემთხვევაში ნიმუშების აღებას ანალიზისათვის (სერტიფიკატი გაიცემა ანალიზის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში)
უფლებამოსილი პირის მიერ ფიტოსანიტარიული პროცედურები ტარდება ტვირთის მდებარეობის ადგილზე
რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა, თუ:
- ტვირთი იმპორტირებულია ქვეყანაში და შემდგომ ხორციელდება მისი ექსპორტი სხვა ქვეყანაში
- უფლებამოსილი პირი დარწმუნებულია, რომ იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული რეგულაციები დაცულია
- ტვირთი დასაწყობდა, დანაწევრდა, მოხდა სხვა ტვირთებთან შერევა ან შეფუთვის შეცვლა იმ პირობით, რომ მათ არ განუცდიათ მავნე ორგანიზმებისაგან დასნებოვნება ან კონტამინაცია
თუ იმპორტირებული ტვირთი იმყოფებოდა მავნე ორგანიზმებისაგან დასნებოვნების ან კონტამინაციის საშიშროების ქვეშ, ან შეცვლილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ან მთლიანობა, ასეთ ტვირთზე ქვეყნიდან გატანისას გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში მიეთითება წარმოშობის ქვეყანა.
ტრანზიტული ტვირთის შემთხვევაში, თუ არ მოხდა ტვირთის მავნე ორგანიზმებით დასნებოვნება ან კონტამინაცია, მაშინ ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ გაიცემა. თუ მოხდა ტვირთის მავნე ორგანიზმებით დასნებოვნება ან კონტამინაცია, მაშინ გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. თუ ტვირთი დანაწევრდა, მოხდა სხვა ტვირთებთან შერევა ან შეფუთვის შეცვლა, მაშინ გაიცემა რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.
სერტიფიკატის გაცემიდან ტვირთის ქვეყნის ტერიტორიიდან გატანა უნდა მოხდეს 14 კალენდარული დღის ვადაში.
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ გაიცემა :
- თუ ტვირთი არ პასუხობს იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს
- თუ განმცხადებელს სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო შეჩერებული აქვს საწარმოო პროცესი.
მომსახურების გაწევისათვის საფასური შეადგენს - 25 ლარს
ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტი:
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №427 2010 წლის 31 დეკემბერი