ინფორმაციის განახლების თარიღი: 04 თებერვალი 2019

ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატები

სერტიფიკატს გასცემს:
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია:
    • ცხოველების კარანტინში განთავსება
    • ნიმუშების აღება ანალიზისათვის
საქართველოდან ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის შემთხვევაში გაიცემა შემდეგი ვეტერინარული სერტიფიკატები:
  • საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველებზე, ფუტკარზე და ამანათ ნაყარზე;
  • საქართველოდან ექსპორტირებული შინაური და გარეული ცხოველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე;
  • საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე;
  • საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის;
  • საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და ა.შ);
  • საქართველოდან ექსპორტირებულ მეცხოველეობისათვის განკუთვნილ მარცვალსა და მემცენარეობის სხვა პროდუქტებზე;
  • საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე;
  • საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე;
  • საქართველოდან ექსპორტირებულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქციაზე;
  • საქართველოდან ექსპორტირებულ სასურსათო კვერცხსა და კვერცხის ფხვნილზე;
  • საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში ექსპორტირებულ საკლავ, დაკოდილ ცხვარზე;
  • საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნ, დამუშავებულ ცხვრის მატყლზე;
  • საქართველოდან ექსპორტირებულ ვეტერინარულ პრეპარატებზე, სუბსტანციაზე, ნედლეულზე, დაუფასოებელ და შუალედურ პროდუქციაზე;
  • საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის საკვებისა და საკვებდანამატების;
  • საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნ, დამუშავებულ (პიკელირებულ, ქრომირებულ) ტყავსა და ტყავნედლეულზე;
  • საქართველოდან უკრაინაში ექპორტირებულ ზოოპარკის, გარეული და ცირკის ცხოველებზე;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი თევზისაგან  წარმოებული სურსათის, კიბოსნაირების, მოლუსკების, რეწვის სხვა ობიექტებისა და მათი  გადამუშავების პროდუქტების  ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  საბაჟო ტერიტორიაზე   ექსპორტისათვის;
  • საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულ გადამუშავებულ ცხოველურ ცილებზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის, ხსნარებზე და პროდუქტებზე, რომლებიც ასეთ ცილებს შეიცავს, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების გარდა; 
  • საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულ თევზის ზეთზე,  რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და გამოიყენება ცხოველის საკვებად ან სხვა არასასურსათო;
  • საქართველოდან საუდის არაბეთის სამეფოში საკლავ და სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის; 
  • ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თაფლის, ფუტკრის სადედე რძის და მეფუტკრეობის პროდუქტების ევროკავშირში იმპორტისთვის;
  • ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზისა და თევზპროდუქტების ევროკავშირში ექსპორტისათვის;  
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი გაციებული, გაყინული ან მომზადებული ბაყაყის ფეხების ევროკავშირში ექსპორტისათვის;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი გაციებული, გაყინული, ნიჟარიანი, მომზადებული, გამზადებული ან დაკონსერვებული ლოკოკინების ევროკავშირში ექსპორტისათვის; 
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ჟელატინის ევროკავშირში ექსპორტისათვის;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ჟელატინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ევროკავშირში ექსპორტისათვის; 
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი კოლაგენის ევროკავშირში ექსპორტისათვის;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი კოლაგენის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ევროკავშირში ექსპორტისათვის;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატების და ზღვის მუცელფეხიანების ევროკავშირში ექსპორტისათვის;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაუყოვნებლივ დასაკლავ მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტისათვის;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ექსპორტირებულ დათვებზე საბერძნეთის რესპუბლიკაში;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე  საკლავი  მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის ექსპორტისათვის;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე სანაშენე და სამომხმარებლო ღორის 
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო  ტერიტორიაზე საკლავი ღორის ექსპორტისათვის;  
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად დროებით შესაყვანი სპორტული  ცხენ(ებ)ის ექსპორტისათვის; 
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საკლავი ცხენ(ებ)ის ექსპორტისათვის; 
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ერთდღიანი  წიწილის, ინდაურის, იხვის,  ბატის,  სირაქლემის ჭუკებისა და ამ სახის  ფრინველების საინკუბაციო კვერცხის  ექსპორტისათვის;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო  ტერიტორიაზე  ტყავის, რქა-ჩლიქის,  ნაწლავის,  ბეწვეულის,  საქურქე და კრაველის ნედლეულის, მატყლისა და თივთიკის, ცხენის ძუას, ქათმის, იხვის, ბატის და სხვა ფრინველის ფრთა-ბუმბულის ექსპორტისათვის; 
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველური წარმოშობის, მათ შორის, ფრინველისა და თევზისაგან  მიღებული საკვებისა და საკვებდანამატების  ექსპორტისათვის.
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე თევზის, ზღვის ძუძუმწოვრების, კიბოსნაირების და უხერხემლოებისაგან მომზადებული საკვები ფქვილის ექსპორტისათვის; 
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მცენარეული წარმოშობის ცხოველის საკვების ექსპორტისათვის;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ღორის ემბრიონის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ექსპორტისათვის; 
  • ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ძაღლების, კატების ან ქრცვინების არაკომერციული მიზნით  გადაადგილებისათვის;  
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატების და ზღვის მუცელფეხიანების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის; 
  • საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ბრაზილიაში ძაღლებისა და კატების ექსპორტისათვის;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი მცოხნავი ცხოველ(ებ)ისა და ცხენის დამუშავებული იმ ტყავისა და კანის, ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის, რომელიც 21 დღე განცალკევებით ინახებოდა ან 21 დღე უწყვეტად იმყოფებოდა გზაში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლამდე; 
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოდან ექსპორტირებულ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის რძესა და რძის პროდუქტებზე; 
  • ვეტერინარული    სერტიფიკატი  საქართველოდან ქუვეითის სახელმწიფოში საკლავი მამრი ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის;  
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზპროდუქტების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის;  
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის;  
  • ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოდან ექსპორტირებულ ნატურალურ თაფლზე და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებზე;  
  • ვეტერინარიული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ღორების დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის, ხორცის ნედლეულისა და სუბპროდუქტების ექსპორტისათვის; 
  • ვეტერინარიული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე კონსერვების, ძეხვებისა და ხორცის სხვა მზა ნაწარმის ექსპორტისათვის;  
  • ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ბაყაყების ექსპორტისათვის; 
  • ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ცხვრის/თხის ნაწლავების (გასუფთავებული – დაუმუშავებელი) ექსპორტისათვის;
  • ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის განკუთვნილი იმ გადამუშავებული ცხოველური ცილის (გარდა მოშენებული მწერებისაგან მიღებული ცილისა) (2), რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის, ნარევებისა და პროდუქტებისათვის, გარდა ასეთი ცილის შემცველი  შინაური ბინადარი ცხოველების საკვებისა;  
 
სერტიფიკატის მისაღებად ფიზიკური ან იურიდიული პირი გამცემ ორგანოში ელექტრონულად ან წერილობით წარადგენს განაცხადს 
განაცხადი იურიდიული პირისათვის უნდა შეიცავდეს – ორგანიზაციის დასახელებას, მისამართსა და ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – სახელს, გვარს, მისამართსა და პირადობის მოწმობის ასლს
 
სერტიფიკატის მისაღებად ფიზიკური ან იურიდიული პირი გამცემ ორგანოში ელექტრონულად ან წერილობით წარადგენს განაცხადს, რომელიც:
 
  • იურიდიული პირისათვის უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის დასახელებას, მისამართსა და ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – სახელს, გვარს, მისამართსა და პირადობის მოწმობის ასლს;
  • ტვირთის მიმღების დასახელებასა და მისამართს;
  • დანიშნულების ქვეყნის დასახელებასა და შესვლის პუნქტს;
  • საქონლის წარმოების ადგილის დასახელებას;
  • საქონლის დასახელებას, რაოდენობას, მდგომარეობას, საბოლოო გამოყენების დანიშნულებასა და ადგილმდებარეობას;
  • შეფუთვის სახეობას, ადგილების რაოდენობას; 
  • სატრანსპორტო საშუალების სახეობასა და სარეგისტრაციო ნომრებს;
  • იმ ტრანზიტული ქვეყნების დასახელებას, რომელთა გავლითაც უნდა მოხდეს საქონლის ტრანსპორტირება;
  • ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების გაწმენდისა და დეზინფიცირების შესახებ.
  • ცოცხალი ცხოველების ექსპორტის შემთხვევაში, გამცემ ორგანოს წარედგინება ცხოველთა მარშრუტის გეგმა და განაცხადი დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • ცოცხალი ცხოველების წარმომავლობის ადგილის შესახებ (ცხოველთა დაბადების ან შეძენის ადგილი – ქვეყანა, ოლქი, რაიონი. გარეული ცხოველების შემთხვევაში – დაჭერის ადგილები);
  • მათი სახეობის, სქესის, ჯიშის, ასაკის, წონისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ;
  • კარანტინის ადგილის შესახებ. 
  •  
  • საქართველოსა და საერთაშორისო მოვაჭრე ქვეყანას შორის ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ასევე წარედგინება შესაბამისი ინფორმაცია.


საქართველოსა და საერთაშორისო მოვაჭრე ქვეყანას შორის ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ასევე წარედგინება შესაბამისი ინფორმაცია.
სერტიფიკატი გაიცემა ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების საფუძველზე.

ვეტერინარული სერტიფიკატი არ გაიცემა:
  • თუ ტვირთი არ პასუხობს იმპორტიორი ქვეყნის ვეტერინარულ მოთხოვნებს
  • თუ განმცხადებელს სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო შეჩერებული აქვს საწარმოო პროცესი.


მომსახურების გაწევისათვის საფასური შეადგენს - 50 ლარს
 

ძირითადი მარეგულირებელი ნორმატიული აქტი:
  • •საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის დადგენილებები №430 და №429