ინფორმაციის განახლების თარიღი: 20 სექტემბერი 2016

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №303

2011 წლის 23 მაისი ქ. თბილისი

  

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31  მარტის №248 ბრძანება.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტისა.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 14 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ბრძანების სრული ვერსია - №303

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე

ბრძანების სრული ვერსია - №2742