ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
 

საქონლის გაფორმება (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება - იმპორტი და ექსპორტი)


საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება. ამავდროულად, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან ექსპორტის ოპერაციისათვის საჭირო საბაჟო პროცედურების განსახორციელებლად რეკომენდებულია მაქსიმალურად ისარგებლოთ დისტანციური ელექტრონული სერვისებით.  ,,იხილეთ დისტანციური სერვისები“.  ელექტრონული სერვისებით სარგებლობა თქვენ გაგათავისუფლებთ საბაჟო ორგანოში მისვლის ვალდებულებისაგან, საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ დრო და გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. საავტომობილო გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ასევე, რეკომენდებულია, რომ ტვირთების ქვეყანაში შემოტანა (შესაძლებლობის შემთხვევაში) განახორციელოთ სარკინიგზო ტრანსპორტით. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის შემოტანისას, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურებთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში მძღოლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ხორციელდება  სანიტარიული და საკარანტინო კონტროლის ღონისძიებები. იხ ბმული 


ბიზნესის ხელშეწყობისა და პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით დროებითი ღონისძიებების სახით განხორციელდა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები:  ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1 მარტამდე გაუხანგრძლივდათ. დეტალები იხილეთ ბმულზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით 2020 წლის 1 ოქტომბრამდე  დამატებული ღირებულების გადასახადისგან (ჩათვლის უფლების გარეშე) გათავისუფლდა სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი შემდეგი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი:

  • ტესტები-   (სასაქონლო კოდი  3822 00 000 00)
  • ბახილები პლასტმასის მასალისგან (სასაქონლო კოდი 3926 20 000 00)
  • სახის დამცავი ფარები (სასაქონლო კოდი  3926 90 980 00 და 9004 90 900 00)
  • ხელთათმანები ნიტრილის ქირურგიული (სასაქონლო კოდი  4015 11 000 00)
  • ხელთათმანები ნიტრილის დანარჩენი (სასაქონლო კოდი -4015 19 900 00)
  • კომბინიზონები საიზოლაციო, სამედიცინო ხალათები, სამედიცინო ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები (სასაქონლო კოდი - 6210 10 900 00)
  • პირბადეები და ნიღბები, ბახილები კოტონის მასალისგან ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან;(სასაქონლო კოდი - 6307 90 990 00)
  • სამედიცინო ქუდები (სასაქონლო კოდი - 6505 99 909 00)
  • დამცავი სათვალეები პლასტმასის (სასაქონლო კოდი -9004 90 900 00)
  • თერმომეტრები უკონტაქტო (სასაქონლო კოდი -9025 19 200 00)

დეტალები იხილეთ ბმულზე


 


ქვეყანაში შესაბამისი მარაგების არსებობის უზრუნველსაყოფად, შეიზღუდა გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანა (ექსპორტი, რეექსპორტი). იხილეთ სრული ჩამონათვალი:
დეტალები იხილეთ ბმულზე