ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
 

ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
 

მძღოლებისთვის/გადამზიდავებისთვის 

სატვირთო ავტომობილის საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებისათვის (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლისათის, რომელზეც დასტურდება, რომ იგი იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა)

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლები ექვემდებარებიან შემდეგ პროცედურებს:

– საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე თერმულ სკრინინგს;

– თერმულ სკრინინგის შედეგად ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მძღოლი გადაყვანილ იქნება შესაბამის ცხელების ცენტრში, სადაც განხორციელდება PCR ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. ამასთან, ტესტირების პასუხის მიღებამდე მძღოლი დროებით განთავსდება ცხელების ცენტრში.

– თუ თერმული სკრინინგის შედეგად არ დაფიქსირდა ტემპერატურა:

  • სგპ „სარფიდან“ შემოსული მძღოლი, სატვირთო ავტომობილთან ერთად, გადაყვანილი იქნება 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებულ გეზ „ბათუმის“ საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც განხორციელდება მისი ახალ კორონავირუსზე სწრაფი მარტივი ტესტირება.
  • სხვა საბაჟო გამშვები პუნქტებიდან შემოსული მძღოლი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტში ახალ კორონავირუსზე სწრაფ მარტივ ტესტირებას.

– პირველადი სწრაფი მარტივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, მძღოლი გადაყვანილ იქნება შესაბამის ცხელების ცენტრში, სადაც განხორციელდება მისი PCR ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. აღნიშნული მძღოლი ტესტირების პასუხის მიღებამდე დროებით განთავსდება ცხელების ცენტრში.

 

პირველადი სწრაფი მარტივი ან/და პირველადი PCR ტექნოლოგიით ტესტირების შემდგომი პროცედურები:

– თუ ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა, იგი ექვემდებარება ბოლო ტესტირებიდან ყოველ 72 საათში ერთხელ ახალ სწრაფ მარტივ ტესტირებას საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი ბოლო ტესტირებიდან 72 საათის ვადაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას).

 

გაითვალისწინეთ!

– ყოველ 72 საათში ერთხელ ჩატარებული სწრაფი მარტივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, განხორციელდება მძღოლის PCR ტექნოლოგიით ტესტირება. ტესტირების პასუხის მიღებამდე მძღოლი დროებით განთავსდება ცხელების ცენტრში. ტესტირების შედეგად უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ტესტირების მომენტიდან აითვლება შემდგომი ტესტირების 72-საათიანი ვადა.

– სწრაფი მარტივი ტექნოლოგიით ტესტირებისათვის შესაბამისი საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, მისი დამსაქმებელი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.

– საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომებზე შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, დაუშვებელია მძღოლის მხრიდან ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება (გარდა საქართველოს ტერიტორიის დატოვების მიზნით გადაადგილებისა).

– დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომებზე შესვლიდან „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრული გასვლის დროის მონაკვეთები.

 

უცხო ქვეყნიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის დანიშნულების ადგილამდე გამოცხადების ვადები:

– საქონლით დატვირთული სატვირთო ავტომობილის გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე, საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე მიტანის ვადა განისაზღვრება ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათით;

შენიშვნა: საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, დაუშვებელია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიიდან დადგენილი წესით გასვლის მიზნით) აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება იმ მძღოლის მხრიდან, რომელსაც განსაზღვრული აქვს შესაბამისი ვადა.

 

სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (ცხელი ხაზი 032 236 55 01) უნდა დაუკავშირდეთ, თუ გაუთვალისწინებელი ან სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას საჭიროებთ განსხვავებული ვადის დადგენას.

 

გაითვალისწინეთ,    საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210  მუხლის შესაბამისად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით.

 

 

სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლებისათვის

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლები ექვემდებარებიან შემდეგ პროცედურებს:

– საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე თერმულ სკრინინგს;

– თერმული სკრინინგის შედეგად ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მძღოლი არ დაიშვება საქართველოს ტერიტორიაზე;

– თუ თერმული სკრინინგის შედეგად არ დაფიქსირდა ტემპერატურა:

  • სგპ „სარფიდან“ შემოსული მძღოლი, ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად, გადაყვანილი იქნება 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებულ გეზ „ბათუმის“ საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც განხორციელდება მძღოლის ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2)  სწრაფი მარტივი ტესტირება.
  • სხვა საბაჟო გამშვები პუნქტებიდან შემოსული მძღოლი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტში ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) სწრაფ მარტივ ტესტირებას.

– პირველადი სწრაფი მარტივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, მძღოლი გადაყვანილ იქნება ცხელების ცენტრში, სადაც განხორციელდება მისი PCR ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. აღნიშნული მძღოლი ტესტირების პასუხის მიღებამდე დროებით განთავსდება ცხელების ცენტრში.

 

 შენიშვნა: ზემოაღნიშნული პროცედურები არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლებზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება, რომ მძღოლი იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა).

 

უცხო ქვეყნიდან შემოსული მძღოლი ვალდებულია, მისი ბოლო ტესტირებიდან 72 საათის გასვლამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ვადაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას), უზრუნველყოს ახალ კორონავირუსზე სწრაფი მარტივი ტესტირება:

თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტომობილი დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით;

სატვირთო ავტომობილის გადაადგილების სხვა შემთხვევებში (გარდა ტრანზიტისა).

 

თუ ტრანზიტული სატვირთო ავტომობილის გასვლა უნდა განხორციელდეს საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით და მძღოლი საქართველოს ტერიტორიას არ ტოვებს შემოსვლიდან 48 საათში, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს პირველი სწრაფი მარტივი ტესტირების ჩატარება ამავე ვადაში, ხოლო ყოველი შემდგომი ტესტირება – ბოლო ტესტირებიდან 72 საათის გასვლამდე.

 

შენიშვნა:

– აღნიშნულ ვადებში არ ჩაითვლება საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომებზე შესვლიდან „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრული გასვლის დროის მონაკვეთები.

– სწრაფი მარტივი ტესტირებისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.

 

გაითვალისწინეთ!

- მძღოლი (ასევე შესაბამისი ტვირთის მფლობელი, ექსპორტიორი, იმპორტიორი) ვალდებულია, დროულად განახორციელოს შესაბამისი სატრანსპორტო/ლოჯისტიკური ოპერაციები და პროცედურები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს ტერიტორიის დატოვება დადგენილ ვადებში.

- საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომებზე შესაბამისი სატვირთო ავტომობილის გაჩერების შემდგომ, დაუშვებელია მძღოლის მხრიდან ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება (გარდა საქართველოს ტერიტორიის დატოვების მიზნით გადაადგილებისა).

- მძღოლი, რომელსაც პირველადი ტესტირებებით არ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა, შესაბამის იმპორტიორს ან ექსპორტიორს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ჩატარებული ტესტირებ(ებ)ისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროის თაობაზე.

- ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) სწრაფი მარტივი ტესტირებისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.

 

უცხო ქვეყნიდან შემოსულმა სატვირთო ავტომობილმა (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:

– საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა ქვემოთ მითითებული შემთხვევებისა) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;

– საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისა) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

– საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

– სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტომობილი დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა ! სატვირთო ავტომობილის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლებისათვის

საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ზემოაღნიშნულ  ვადებში არ ჩაითვლება დროის მონაკვეთები, რომლებიც მოიცავს:

  • -საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო დროს;
  • -საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლისათვის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ განსაზღვრულ დრომდე პერიოდს;
  • - „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208–№01-55/ნ–№127 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად მძღოლის ცხელების ცენტრში შესვლიდან სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით კორონავირუსზე ტესტირების პასუხის მიღებამდე პერიოდს;
  • -კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისათვის საჭირო დროს.“;

გაითვალისწინეთ!  ზემოაღნიშნული წესების დარღვევისას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ჯარიმდება 2 000 ლარით.

 

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ მძღოლებზე ეპიდემიოლოგიური კონტროლის (მათ შორის ტესტირების) პროცედურები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სრულდება შემდეგი პირობები:

- მძღოლმა, რომელსაც სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ტესტირების შედეგად დადასტურებული ჰქონდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირება, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში გაიარა შესაბამისი მკურნალობის სრული კურსი;

- მკურნალობის გავლა დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით ან/და სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციით;

- ახალი კორონავირუსზე (SARS-CoV-2) შესაბამისი მკურნალობის დასრულებიდან არ არის გასული 2 თვე.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, თუ მძღოლი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ეპიდემიოლოგიურ კონტროლს არ დაექვემდებარა და მისი საქართველოს ტერიტორიიდან გასვლამდე ამოიწურება ზემოაღნიშნული 2-თვიანი ვადა, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს პირველი სწრაფი მარტივი ტესტირების (ანტიგენზე და ანტისხეულზე) ჩატარება მითითებული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 72 საათში, ხოლო ყოველი შემდგომი ტესტირება – ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებული, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების ტესტირებისათვის დადგენილი სტანდარტული წესების შესაბამისად.

 

სატრანსპორტო საშუალებებისათვის, სხვადასხვა საჭიროებებისათვის დროებით შეჩერების მიზნით სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებად (STOP POINT) განსაზღვრულია:

-ურბნისი – ქარელის რაიონი, სოფ. ურბნისი, საკადასტრო კოდი: 68.16.45.054;

-თერჯოლა – თერჯოლის რაიონი, სოფ. სიქთარვა, საკადასტრო კოდი: 33.08.38.224;

-გორი – გორის რაიონი, სოფ. ტინისხიდი, საკადასტრო კოდი: 66.44.02.033;

-ზესტაფონი – ზესტაფონის რაიონი, სოფ. არგვეთა, საკადასტრო კოდი: 32.03.34.211.

-თბილისის შემოვლითი გზის 30-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა. საკადასტრო კოდი: 81.10.25.577.

-თბილისის შემოვლითი გზის 31-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა. საკადასტრო 81.10.25.147.