ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, ვისზეც არ ვრცელდება საქართველოს საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვები
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის საგანგებო მდგომარეობის ვადით 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან საქართველოში შემოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება:
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე.
- საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა.
- ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე - თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და აშ.)
- საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე.
- პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე.
- საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე. ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
- საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.
შენიშვნა:
- მესამე ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტულად მომავალიაზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ორგანიზებულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, შესაბამისი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ.
- ოჯახის წევრად განიხილებიან პირის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით.
|